19 - Fucking Years Later

250 40 14
                                    

Harry Fucking Styles

"მამიკო, ძალიან ლამაზი ხარ" მეუბნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და იღიმის.

"შენც ჩემო ნაპერწკალო" ვუღიმი და პატარა ხელის გულზე ნაზ კოცნას ვუტოვებ.

"მამიკო, რომ გავიზრდები რა უნდა ვიყო?" მკითხა ინტერესით სავსე ტონით.

"არ ვიცი ნაპერწკალო, რაც შენ მოგინდება" ვუპასუხე.

"მფრინავი?" მკითხა, მე თავი დავუქნიე.

"ფეხბურთელი?" ისევ თავი დავუქნიე.

"შეიძლება მოცეკვავე ვიყო?" მკითხა და თვალებში შემხედა.

"მაპერწკალო, შეგიძლია ყველაფერი იყო, რაც გაგიხარდება"

"მამიკო" დამიძახა.

"გისმენ?" ვუთხარი.

"შეიძლება რომ გავიზრდები შენნაირი ვიყო?" მკითხა.

"ჩემნაირი?" ვკითხე.

"მწერალი" გამიღიმა.

"რა თქმა უნდა ნაპერწკალო" თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე.

"და მამა არაფერს იტყვის?" ლუის გავხედეთ.

"არა საყვარელო, მამა არაფერს იტყვის, მეც და მამასაც ერთადერთი რაც გვსურს შენი ბედნიერებაა" გავუღიმე და მჭიდროდ მოვხვიე ხელები.

"მიყვარხარ მამიკო" მითხრა.

"მეც მიყვარხარ ნაპერწკალო" გავიღიმე და ბედნიერებისგან გული ამიჩქარდა.

"მამა შენც მიყვარხარ" გასძახა ლუის.

"მეც მიყვარხარ ფერიავ" თქვა ლუიმ ახალგაღვიძებული ხმით და ჩვენსკენ მოიწია.

"აჰ, მამასაც გაუღვიძია" დაიძახა ჰარიეტმა ბედნიერი ხმით და ტაში შემოჰკრა.

"მართალია" თავი დავუქნიე და ლუის შუბლზე ვაკოცე.

"დილამშვიდობისა საყვარლებო" თქვა ლუიმ და ჯერ ჰარიეტს შემდეგ მე მაკოცა.

"მამა, მამიკოს ტუჩებში ნუ კოცნი" თქვა ჰარიეტმა და თვალებზე ხელი აიფარა.

Love or Some Agreement [l.s]Where stories live. Discover now