მეორე თავი

9 1 0
                                    

აი, სდაღაც შორს, ჰორიზონტზე დიდი სასახლე, ჰოგვორტსი გამოჩნდა. იგი, დიდებულად გამოიყურებოდა ღამის ცის ფონზე. მატარებელში მჯდომმა ალექსმა ხელი წაჰკრა მძინარე ზეკს და გამოაღვიძა: - ადექი, საოცრებაა!
ზეკმა თვალი შეავლო ჰოგვორტსს და გაოცებისაგან პირი დააღო. ცოტა ხნის მერე ალექსს უთხრა: - მგონი დროა, გოგონებს შევურიგდეთ, თორემ ამხელა სასახლეში მარტოები დავიკარგებით.

ალექსმა უკმაყოფილოდ შეხედა, მას მტკიცედ გქონდა გადაწყვეტილი, რომ ელენს არ შერიგებოდა. ამ ფაქტის შემდეგ, მას უბანში აფერისტ-რასისტს უწოდებდნენ. ერთი პერიოდი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მერე ისევ ძველ პოზიციაზე დადგა.

ზეკი ნეიტრალური პერსონა იყო, ზოგადად ცხოვრებაშიც. როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ის არც ერთის
მხარეს არ აღმოჩნდა. ჯეინის აზრით, ზოგჯერ საკუთარი თავისაც არ სჯეროდა. სამივე მეგობართან კარგ დროს ატარებდა და მათ შერიგებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ორივე მხარე ყოველთვის ხელს ჰკრავდა. ამიტომაც, ამ საქმეს თავი დაანება. მას ყოველთვის გული ეწვებოდა, როდესაც მის მეგობარს რასისტს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მართალი არ ბრძანდებოდა.

შესასვლელში მასწავლებელი დახვდათ, რომელმაც ყველაფერი აუხსნა. დადგა ფაკულტეტებში განაწილების დრო. პირველი ელენის ჯერი იყო. როდესაც შემაღლებულ ადგილას სკამზე დაჯდა, მაშინვე ეცა განაწყენებული მეგობრის მზერა. ალექსი გულხელდაკრეფილი იდგა და ზიზღით უმზერდა. გოგონას ქუდი დააფარეს, რომელიც შეირხა. ამ მოვლენამ ის ძალიან შეაშინა. ქუდმა ლაპარაკიც კი დაიწყო:
- ჰმმ, შენს თავში დიდი სიბრძნე დევს, მაგრამ ოდნავ ცბიერიც ხარ. შენ მე გზა გასაყარს შორის დამაყენე. მოდი, რახან შენს თავში უფრო მეტი ცოდნაა, რეივენქლო!

ქუდმა ფაკულტეტის სახელი ხმამაღლა გამოაცხადა, მაგრამ დანარჩენი ნათქვამი მხოლოდ მან გაიგო. ახლა ზეკის ჯერი დადგა. ქუდმა უთხრა:
- შენ რეივენქლოში მხოლოდ იმიტომ გაგანწესებ, რომ ჭკუა ისწავლო. როგორც ჩანს, შენს დას ვერ დაემსგავსე. რეივენქლო!

ასე დაიძახა ქუდმა კიდევ ორი რეივენქლო. არა, ეს ყველაზე მეტად ალექსს და ელენს არ გაუხარდათ. მაინც მოუწევდათ ერთად ყოფნა და ელენი ყოველდღე ვერ მოითმენდა ამ ბიჭის გესლიან მზერას. მაგრამ იმ ფაქტმა გაახარა, რომ ჯეინთან ერთად იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება ზეკს, ის ვითომც არაფერი ყოფილიყოს. რეივენქლოს ოთახი ასეთი იყო:

ეს იყო ოთახი, რომლის მსგავსიც მათ ცხოვრებაში არ უნახავთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ეს იყო ოთახი, რომლის მსგავსიც მათ ცხოვრებაში არ უნახავთ. იქ გიდობა ბავშვებს პრეფექტმა ჯეიკმა და მერიმ, ელენის დამ გაუწიეს. იქ იყო უამრავი წიგნი, შუაში კი იდგა როვენა რეივენქლოს ქანდაკება იდგა, ყოველ შემთხვევაში, ჯეიკმა ასე თქვა. მოგვიანებით გაიგეს, რომ ამ ქალმა რეივენქლოს ფაკულტეტი დააარსა.

მათ ყოველდღე იტაცებდათ ჰოგვორტსი. იქ სწავლა გასართობი და საინტერესოც იყო. ჯეინს მოსწონდა მაგიის ისტორიის გაკვეთილი, ელენს ტრანსფიგურაციის, ხოლო ბიჭებს ბნელი ძალებისგან თავდაცვა.

ერთხელ ბნელი ძალებისგან თავდაცვაზე ფრედმა იკითხა: - რატომ ვსწავლობთ ამ დაცვას თუ ამ ჯურღმულში უნდა გყავდეთ გამოკეტილები? მაინც ვერ გამოვიყენებთ.
ამ სიტყვებზე ყველა ახარხარდა და მართლებიც იყვნენ. ფრედი ჯერ ვერ მიმხვდარიყო, თუ რას საფრთხე ელოდა წინ ყველას, რომლებიც ამ დარბაზში ისხდნენ. ვერ ხვდებოდა იმას, რომ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება ბრძოლასთან ასოცირდებოდა.
თუ რა მოხდა შემდეგ, ამას გაიგებთ თუ ყურადღებით მომისმენთ.

აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი მოთხრობა? დამიწერეთ გავაგრძელო თუ არა. მე პირადად, აღარ გავაგრძელებდი, ძალიან ცუდი გამომდის მგონი:) 🧿💙💙💙ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა.

ოთხი (FOUR) ✌️Where stories live. Discover now