- გოგონებო და ბიჭებო ადექით, უნდა ისაუზმოთ. - ყვიროდა დილაადრიან დედა, მაგრამ ამაოდ. ბავშვები მაინც არ დგებოდნენ. მათ დასვენება სჭირდებოდათ, რადგან ზაფხულის არდადეგები ჰქონდათ.
ამ ოჯახიდან ახლა ჰოგვორტსში ჯეინი მიდიოდა. ძმები და და ბევრ რამეს უყვებოდნენ, მაგრამ სხვადასხვას. ქერი უყვებოდა, რომ ჰოგვორტსი დიდი სასახლეა, სადაც ოთხი ფაკულტეტია და იქ საინტერესო არაფერი ხდება.
ტყუპები, მაიკლი და ჯეიმსი ამბობდნენ, რომ იქ მრავალი გველეშაპი ცხოვრობდა მასწავლებლების სახით და ბავშვებს აწამებდნენ. ღამე კი, ისევ ჩვეულებრივი ადამიანები ხდებოდნენ.
ქეითმა თქვა, რომ სლიზერინელები ძალიან ამპარტავნები იყვნენ და ჯეინი დაარიგა, რომ არასოდეს შესჩეხვოდა სადმე.
ხოლო ტედი, რომელმაც ეს საიდუმლო გასცა, არაფერს ამბობდა. დას უთხრა, რომ ყველაფერს თვითონ ნახავდა, როცა დრო დადგებოდა.საუზმეზე ბავშვები როგორც იქნა ჩავიდნენ. მათი შენახვა ოჯახისთვის დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რადგან ამ ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდებოდა. ესენი იყვნენ:
1. ქერი
2. ტედი
3. ქეითი
4. მაიკლი
5. ჯეიმსი
6. ჯეინი
7. სესილიბავშვები საუზმის დროს, ახლაც კამათობდნენ, როგორც ყოველთვის. ყველაზე მეტად ტყუპები აქტიურობდნენ. ისინი ახლაც ატყუებდნენ დას:
- ჯეინ, იქ სერიოზულად მოგაჭამენ თავს არ წახვიდე! - იძახდა მაიკლი.
- ჰო, ასეთი ძვირფასი და რომ დავკარგოთ, ჩვენ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. - თქვა ჯეიმსმა და ძმასთან ერთად დაიწყო სიცილი. ქერიმ ვეღარ მოითმინა და ბიჭებს უთხრა:
- ბავშვი შეცდომაში შეგყავთ! ჯეინ, მე ამ ორ უმაქნისზე კარგად ვიცი ჰოგვორტსი, უკვე ამ წელს ვამთავრებ, მე მენდე.
ტყუპებმა ერთად წამოიძახეს:
- ჩვენ იქ ორი წელია ვსწავლობთ, მაგრამ სულ დაბილიკებული გვაქვს და ისეთი ხვრელი, კარი ან დერეფანი არაა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ.
მდუმარე ქეითმა გაზეთიდან ცალი თვალით გამოიჭყიტა და ძმებს
უთხრა: ეგ ჯერ საკითხავია, ძვირფასო ძმებო, შეიძლება ისეთი რამე იყოს, რომ წარმოდგენაც არ გქონდეთ.
მათ მხრები აიჩეჩეს და და-ძმებს დაეჯღანნენ.
YOU ARE READING
ოთხი (FOUR) ✌️
Aventuraოთხი რეივენქლოელი მეგობარი, თავიანთი დაუვიწყარი და ჩახლართული ისტორიებით 💙💙💙 სულ იქნება 30 თავი დაახლოებით :)))