მესამე თავი

9 1 0
                                    

დილა გათენდა და ჰოგვორტსში საუზმობის დრო დადგა. ყველა ბავშვი მაშინვე ჩავიდა სასადილო ოთახში. ჩვენი ოთხეულიც რათქმაუნდა იქ იყო. ელენის და ალექსის შუაში ჯეინი და ზეკი ჩამჯდარიყვნენ და ყურადღების გადასატანად მეტად  სულელურ თემებზე საუბრობდნენ:
- ერთხელ უცხოპლანეტელიც კი გამომეცხადა და ისა... ჰო, სლენდერ მენი! - თქვა საჭმლით პირგამოტენილმა ზეკმა.
- კი, კი! ასე იყო. მეც იქ ვიყავი. - დაადასტურა ჯეინმა, - ზეკს ძალიან ეშინოდა და ბოლო ხმაზე გაიძახოდა: მიშველეთო!

დიდი ლაპარაკის მერე მიხვდნენ, რომ ეს ბავშვებზე დიდ გავლენას არ ახდენდა და გადაწყვიტეს გაჩუმებულიყვნენ. დიდი ხნის დუმილის მერე, გაოცებულმა ზეკმა წამოიძახა: - რა გავაკეთოთ ჩვენ, რომ თქვენი ასეთი სახეები აღარ დავინახოთ?! თქვენს გამო, მარსზეც კი ავედი! რა ვქნათ?

- არ ფიქრობთ შერიგებაზე? პატარა ბავშვებივით იქცევით. შერიგდით და უფრო გავძლიერდებით. ასეთი საქციელით საკუთარ და ერთმანეთის თავებს ასუსტებთ. - ჩაამატა ჯეინმა.
ელენმა ღრმად ჩაისუნთქა და მოთმინებით დაიწყო:
- მეგობრებო, მან მე ამპარტავანი მიწოდა. როდესაც ინგლისზე აზრი გამოვთქვი, ხალხს საერთოდ არ შევხებივარ. მას კი, ჰგონია, რომ ის ვთქვი ამერიკელები ინგლისელებზე კარგები არიან-მეთქი!

- თქვი! - შეეპასუხა ალექსი, - შენ ყოველთვის ირონიული ტონით საუბრობდი, მაგრამ ამ საქმის პროფესიონალი ხარ და ვერავინ ხვდებოდა. მე კი მივხვდი! შენს გამო, რასისტს მიწოდებენ.

ჯეინმა და ზეკმა თავები გადააქნიეს. ძალიან უნდოდათ, რომ ოთხივე ერთად ყოფილიყვნენ, მათ გარეშე, თითქოს ყოველთვის რაღაც აკლდათ. მათ დანახვაზე, თავში ერთად გატარებული წუთები ამოუტივტივდებოდათ. იხსენებდნენ, როგორ ამწარებდნენ ბებერ მისის მიულერს, როდესაც მის სახლს ჩაუვლიდნენ. როგორ ერთობოდნენ ჯეინის ძმების ოთახში სხვადასხვა ნივთით და როგორ მიდიოდნენ ერთად სანაპიროზე. ახლა კი, ამ ორის წყალობით ყველაფერი გაქრა.
სადილობის შემდეგ, ჯეინი და ზეკი ბიბლიოთეკაში შევიდნენ სათათბიროდ. დიდი ხნის თათბირის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ვერაფერს გააწყობდნენ. საქმე სალი კლდესავით მტკიცე ხასიათის მეგობრებთან ჰქონდათ. ამიტომაც ეს საქმე ბედს მიანდეს.

მეორე დღეს, ორივე მიხვდა, რომ ბუტიაობას აზრი აღარ ჰქონდა და შერიგდნენ. ამგვარად, დაგვიბრუნდა განუყრელი ოთხეული. მათი ცხოვრება ახლიდან დაიწყო.

ჰოგვორტსში მალე გამოცდები. მოახლოვდა. ბავშვები ცუდად ხდებოდნენ, როდესაც იაზრებდნენ რამდენი ჰქონდათ სამეცადინო. ინფორმაციებს წიგნებში ეძებდნენ, თან დაჰქონდათ საგამოცდო კონსპექტები და დღედაღამ შრომობდნენ. ირგვლივ სულ წიგნები ელანდებოდათ. ყველაფერი მათით იყო მოფენილი. გოგონებმა გამოცდებამდე თადარიგი ორი თვით ადრე დაიჭირეს, ხოლო ორი არხეინი ხელსაც კი არ ანძრევდა. აქ რა გამოცდებზე იყო საუბარი, როცა საშინაო დავალებებსაც არ წერდნენ. გოგონებთან ერთხელ დაიჩიბლეს, რომ ასტროლოგიას ვერაფერი გაუგეს, მათ კი ახსნა შესთავაზეს. ასე გავიდა ერთი თვე და ასტროლოგია ყველამ დაივიწყა.

- არა, არა! - ეუბნებოდა ბიჭებს ელენი, რომლებიც იმედით შესცქეროდნენ, - საგამოცდო კონსპექტებს არ გათხოვებთ. ეს მაშინ უნდა გემეცადინათ, როდესაც გეხვეწებოდით.

- იცი, კანფეტებს მოგცემ და ჯადოქრის გამოსახულებიან ბარათებს. კიდევ, ერთი წიგნი მაქვს, სამი წელია ისე მიდევს, რომ არ გადამიშლია და ასეთი რაში მჭირდება? - ევაჭრებოდა ზეკი.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამოვიდა. ასე, რომ ერთი გზა დამოუკიდებლად ყველაფრის სწავლა იყო. საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც ბიბლიოთეკიდან წიგნებით დატვირთული ბიჭები ამოვიდნენ. ასე გაათენეს მთელი ღამე. კი გაათენეს, მაგრამ საინტერესოა, თავში რამე შეუვიდათ?! გამოცდების დღეც მოახლოვდა.

საგამოცდო ოთახისკენ ბავშვები ისე მიდიოდნენ, თითქოს იქ გველეშაპი ელოდათ, რომელსაც მათთვის თავი უნდა მოეჭამა. იქ სპეციალურად, სხვა ცნობილი ჯადოქრები მოიწვიეს სამინისტროდან. ისინი ეკითხებოდნენ ისტორიიდან ნაწყვეტებს და პრაქტიკულადაც აკეთებინებდნენ შელოცვებს. ეს ორმოცდახუთი წუთი მათ ერთ საუკუნედ მოეჩვენად.

ჯეინმა და ელენმა "ს" მიიღეს, ხოლო ბიჭებმა ,,ც"*
* - ს არის საუკეთესო, ც არის ცუდი.
ამ ცუდი შეფასების გამო, ბიჭებმა სახლებიდან მუქარის წერილები მიიღეს. ამ სკოლაშიც კი ვერ ივარგეს! წინა ღამით, ისინი უბრალოდ სიტყვებს კითხულობდნენ, ხოლო აზრი არ ესმოდათ.

აბა, როგორია შემიფასეთ გთხოვთ! Please vote and comment🖤🖤🖤

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 24, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ოთხი (FOUR) ✌️Where stories live. Discover now