აურზაური ღამით

107 9 4
                                    

ღამით ჯენი ქვემოდან ამომავალმა ხმაურმა გააღვიძა. იცოდა, რომ ქვემოთ თეჰიონი იმყოფებოდა და დაუძახა:
- თეჰიონ, რა ხდება? კარგად ხარ?

თეჰიონი: - ხო, არ ინერვიულო. მიდი, დაიძინიე რა!

ჯენიმ მხრები აიჩეჩა და ძილი განაგრძო, მაგრამ ხუთ წუთში ისევ ისეთი ხმაური შემოესმა. ნეტავ რას აკეთებდა ეს ბიჭი? ამის გასაგებად, ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოში თეჰიონი დაინახა, რომელიც ჭამდა და ქვაბებს აბრახუნებდა.

ჯენი: - რა ხება, ტაე?! - თქვა გაბრაზებულმა, - ძილი არ დამაცადე.
თეჰიონი: მშია ჯენი! მშია, ვეცადე, ძალიან ვეცადე, რომ არ მეხმაურა. მაგრამ არ გამოდის!

ჯენიმ ცალი წარბი ასწია და დიდი დუმილი ჩამოწვა. ბოლოს ნელა გაიღიმა და ტაეს უთხრა: - კარგი, ხო. მეც ძალიან მშია. სხვათაშორის შენ დამასწარი, ჩამოსვლას ვაპირებდი.

ჯენიმ არაფრად ჩააგდო დაწყებული დიეტა. მის გამო თავის საყვარელ საჭმელებს და ტკბილეულს ვეღარ მიირთმევდა. მაინც ვერავინ გაიგებდა! ამიტომ ქმართან ერთად შეუდგა ჭამას. ყველაფერი მოენატრა, ჩიფსები, ნამცხვრები, გაზიანი სასმელები, კერძები და ა.შ. ორივე გაუჩერებლად ჭამდა. უნდოდათ, რომ კიდევ დიდხან გაგრძელებულიყო ეს ბედნიერება, მაგრამ ვიღაცამ წაართვათ: ვინ და ლისქუქმა.

ისინი სამზარეულოს კართან იდგნან ხელებ გადაჯვარედინებულები  და უყურებდნენ.
ლისა: - დიეტაზე ხარ ხომ უნი?
ჯონგუქი: დებილო, დებილო! აი, გასუქდები! მე კი, არა. - ენა გამოუყო ტაეს.

ამ წყვილმა ყველას უთხრა თენიზე. მათ თქვეს, რომ ეს არაუშავდა და ყველამ ერთად დაიწყო ჭამა. აი, ასეთი მეგობრულია ბანგფინქი.

BangPink house ♥️Where stories live. Discover now