🖤

2K 166 114
                                    

ჯონგუკი იჯდა თავის ოთახში დივანზე და თავისთვის გმინავდა. ვერ გაეგო ზუსტად სად შეცდა ან  კიდევ რაში დაუშვა ასეთი საბედისწერო შეცდომა, რომ ცხოვრებამ პასუხი ასე მკაცრად დაუბრუნა. იქნებ სწორედ იქ როცა ენდო? ან კიდევ მაშინ როცა ზედმეტად ახლოს მიუშვა საკუთარ გრძნობებთან? 

ის ახლახანს დაშორდა თავის შეყვარებულ გოგონას, თუმცა მისი სიტყვების გამო, ახლაც ეკლებზე იჯდა. ვერ ისვენებდა და მისი გესლიანი საუბარი თავში რადიოსავით უტრიალებდა.

ის და პენელოპე ცხრა თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად,  ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მათი ურთიერთობა სტაბილური იყო. მაგრამ შემდეგ პენელოპე სრულიად შეიცვალა. ჯონგუკი კი ამას მის სამსახურს აბრალებდა, რომელიც სულ რაღაც სამი თვის წინ დაიწყო.

პენელოპე ვიაიპ გოგონად მუშაობდა. ემსახურებოდა მდიდარ მამაკაცებს - მათ კავალერობას უწევდა საქმიან შეხვედრებზე, გასართობ წვეულებებსა თუ დახურულ კერძო საქმეებზე.

ჯონგუკმა ამის გამო ბევრჯერ გააპროტესტა მისი სამსახური. რის გამოც პენელოპესგან აგრესიული პასუხი მიიღო. მან ჯონგუკს ძველმოდური უწოდა და უნდობლობაში დაადანაშაულა.

დროთა განმავლობაში მათი ჩხუბი უფრო ხშირი და მასიური გახდა. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა სისტემატიური სახე მიიღო. პენელოპე გახდა იმაზე მძიმე ასატანი ვიდრე ოდესმე. მისი ხასიათიდან გამომდინარე ჯონგუკს უკვე უჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთი ადამიანი უყვარდა.

-იქნებ იმიტომ, ეჭვიანობ მათზე, რომ ისინი შენზე კარგად გამოიყურებიან? ან იქნებ იმიტომ, რომ შენზე მდიდრები და წარამტებულები არიან? ან იქნებ იმის გეშინია, რომ მათ ჩემთვის უკეთესი ცხოვრების შემოთავაზება შეუძლიათ ვიდრე შენ?! ბოლო ჩხუბისას ამ სიტყვებით დაამცირა მან ჯონი. ეს კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჯონგუკისთვის. ამიტომ ერთადერთი რაც ამ სიტყვების შემდეგ წარმოთქვა იყო "გაეთრიე".. "გაეთრიე ჩემი სახლიდან ბოზო"

ტატუ მასტერი Where stories live. Discover now