თითოეული ადამიანის სხეულში იდუმალი სული ბუდობს. ვერასდროს გავიგებთ, წარსულში რაოდენ ბევრი დაბრკოლება გამოიარა ყოფილმა მფლობელმა. გქონიათ ნოსტალგიის შეგრძნება? თითქოს გულზე რაღაც გაწვებათ, თითქოს აქ თქვენი ადგილი არაა... თითქოს სხვა ადგილს ეკუთვნით... სული შეიძლება იყოს ცოცხალი და მკვდარი. ცოცხალი სიახლეებს ეგუება ახალ სიცოცხლეს იწყებს, სამყაროს რამდენიმეჯერ მოევლინება, მაგრამ მაინც არაქვს მწუხარების შეგრძნება. მკვდარი ყოველთვის ნაღველ ჩამოწოლილი და დაღლილია. შეგრძნება იმისა, რომ ადგილს არ ეკუთვნი სადაც დაიბადე გტკენს. თითქოს რაღაც გჭამს შინაგანად. მონატრება... გაუსაძლისი ტკივილია... მეტად ის სიყვარულიდან მოდის... სიყვარული... არის განა ეს სისუსტე თუ სიძლიერე? არვიცი. ნუთუ ვიცი რაიმე? არვიცი. მარტივია დაგეგმო გონებაში პასუხი, მაგრამ განა შეგიძლია ისე წარმოთქვა, ხმა ერთხელაც არ გაგიტყდეს? პასუხიი... გრძელი პასუხი... მოკლე პასუხი.... განა აქვს რაიმე მნიშვნელობა ამას? არვიცი. ნუთუ ვიცი ჩემს რომელიმე კითხვაზე პასუხი? არვიცი, მაგრამ არის ერთი, მე ვიცი როგორი სულით დავიბადე, მკვდარი. ვერ ვიტან ამ დროს... ვერ ვიტან ამ ადგილებს... გონებას ველაპარკები... მეუბნება, რომ წავიდე... სადღაც შორს... ან თავი მოვიკლა და ყველაფერი ამით დავასრულო. განა ეს გამოსავალია? არა. რახდება სიკვდილის შემდეგ? განა ამ კითხვაზე პასუხი დანამდვილებით იცის ვინმემ? ყველას განსხვავებული იდეებისა და აზრების ზარდახშა აქვს. ჩემი აზით სიკვდილი სიცარიელეა, რომელსაც ვერ გაექცევი...
აროლანდას POV:
ვიღვიძებ. მზის სხივები მიიკვლევენ გზას ჩემს სახეზე. თვალებს ვახელ... ისევ იგივე... თეთრი ოთახი... თეთრი კედლები... თეთრი ლოგინი... ავადმყოფს ვგავარ, მაგრამ იქნებ ვარ კიდეც? არვიცი. ფანჯარა იღება... ქარი ქრის... ფოთლები ფარფატებენ... ფარდა ფრიალებს, ფრიალებს ისე, როგორც ტალღები იკლაკნებიან მშვიდად, ზაფხულის მზიან დღეს... უკვე ივლისია... 1 ივლისი... ჩემი დაბადების დღე.... 22 წლის ვარ, გავიზარდე. გავიზარდე ჩემი მთავარი კითხვის პასუხის გარეშე... "ვინ ვარ"? ვინ ვარ...? არვიცი. სიცოცხლე აღარ მიხარია. ან ოდესმე მიხაროდა? არვიცი. ყოველ წამს ჩამესმის ჩურჩული... ფსიქოპატის სიცილი... ისევ ჩურჩული... დემონები? ნუთუ დემონები ჩასახლდნენ ჩემში? ცდილობენ სული წამართვან? თანახმა ვარ. ჩემთვის აზრი აღარაფერს აქვს... შემცივდა... ისევ ვერ ვხვდები... რატომ მცივა? არვიცი. უკვე დავიღალე. ყოველი დღე ერთიდაიგივეა. მე მარტო ვცხოვრობ. დამოუკიდებლად ცხოვრება ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გადავწყვიტე. ახლა ესპანეთში ვარ. ჩემი მშობლები კორეში, სეულში იმყოფებიან. ყოველდღე მელოდებიან... ელოდებიან როდის დაინახავენ ჩემს სილუეტს და მჭიდროდ მოეხვევიან... შეიგრძნობენ მის სურნელს და აღარასდროს გაუშვებენ... მაგრამ არა... მე არ დავბრუნდები. შინაგანად ვკვდები. ან იქნებ უკვე მკვდარი ვარ? არვიცი. მობეზრებულად ვდგები. ჩემს სხეულს თეთრი, გრძელი, ბზინავა მაისური ამშვენებს, რომელსაც გულმკერდის არემარე ძალიან აქვს ამოღებული. გრძელი თითები შემოვიწყე მხრებზე, თავი მაღლა ავწიე, თვალებით შევეხე ცას და ისევ დაუბერა ქარმა. ღრუბლები მოძრაობენ... სადღაც მიდიან. მეც მინდა გავყვე, მაგრამ არ შემიძლია... განა მინდა ეს? არვიცი. ისევ ვახელ, თვალის გუგები სინათლეზე პატარავდება, პატარავდება ისე როგორც ბედნიერება ჩემს გულში. განა დარჩა მცირედი ნაწილი მაინც? არვიცი. ვდგები. მუხლებამდე მწვდება ხორბლისფერი, ნაზი თმა. სარაფანის მსგავსი ტანისამოსი კი ქარის გამო ფრთხილად მეხება სხეულზედა ისევ მცილდება, მცილდება როგორც ღიმილი მოცილდა ჩემს სახის ნაკვთებს. შეგრძნება იმისა თუ როგორია იგრძნო თავი მორგებულად და საჭიროდ, არასდროს მიგრძვნია. განა ვიგრძნობ ოდესმე ამას? არვიცი. ფანჯარას ვხურავ. კომოდიდან გამჭვირვალე, გრძელ, წყლიან ჭიქას ვიღებ და ტუჩებთან მიმაქვს. სათუთად მეხება იგი. ტუჩები ხომ ყველაზე მგრძნობიარე ადგილია... გულის შემდეგ... მიმოვიხედე... ისევ იგივე... მგონია თამაშში ვარ, განა იგივე არაა? მოწყობილი შენობები, რომლებსაც ვერ ცვლი, პერსონაჟები, რომლებიც არ იცვლებიან. მოკვდები... თავიდან იწყებ, მაგრამ იგივეს. იგივე საფეხურები. იგივე დაბრკოლებები. განა არის რამე განსხვავება? არვიცი. მეც მსგავს, არა. ზუსტად იმავე სიტუაციაში ვარ. ნათქვამი, ძალიან მარტივად ჟღერს. ასე არაა. მტკივა, ძალიან მტკივა. სიკვდილი არმინდა, უბრალოდ მინდა სავალდებულო ადგილი ვიპოვო, მინდა ბედნიერი ვიყო. სხვა არაფერი. დავდივარ... დავდივარ... დავდივარ... რა გავაკეთო? რა ვქნა? ვერ ვჭამ, ვერაფერს ვაკეთებ. თითქოს ხელ-ფეხი შეკრული მაქვს, მაშ როგორ დავდივარ? არვიცი-დაბადების დღეს გილოცავ აროლანდა-ჩავილაპარაკე ჩემთვის, გამოვაღე მაცივარი და პატარა ნამცხვარი გამოვიღე, სანთელი ავანთე და დავიწყე ფიქრი. მართალია, სურვილების ახდენის არმჯერა, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. 10 წლის ასაკში წავიკითხე წიგნი, სადაც ეწერა, რომ 22 წლის ასაკში ყველანაირი სურვილი ახდებოდა. ნუთუ მართალია? არვიცი. ყოველთვის ისეთ რაღაცას ვნატრობდი, რაც დიდად არ მადარდებდა. გულის სიღრმეში არასდროს ვიხედებოდი. მისი კარიბჭის გასაღებს ყოველთვის საკუთარ თავთან ვიტოვებდი. არმინდა, უკვე მომბეზრდა, დროა შეიცვალოს, დრო შეიცვალოს. არის განა ეს შესაძლებელია? არვიცი. უბრალოდ მინდა. მთელი არსებით მინდა. ჟანგბადი, ჰაერი პირის ღრუში შედის, თბება, იწმინდება, ჩადის ფილტვებში და კიდევ ერთი ნაბიჯი მომავლამდე. თითოეული ჩასუნთქვა ამოსუნთქვა, თითო საფეხურია სიცოცხლისათვის. გამოდის ნახშიროჟანგი, გარემოს მტვერს ედება, მტვერი დაფრინავს, ბევრი დაფრინავს, სანთელი ქრება, თავბრუ მეხვევა, ბინდი მეხვევა, თავზე მეხვევა, მჭიდროდ მეხვევა და ვეცემი. რაღაც ცივზე ვარ. ცივი როგორც ჩემი გული. იგი გაქვავდა. ნუთუ სამუდამოდ? არვიცი. ყველაფერი შავდება. გული ჩერდება... ბოლოს ფეთქდება...
სხვა რა მინდოდა? ან რას ვითხოვდი? მე ხომ უბრალოდ მომავალს ვიქსოვდი... ვინ ვარ ან სხვა რას მოველი? ისევ არვიცი.
------------------------
ჰეიიი <3 როგორ ხართ. ძაან სისულელე ხომარაა? გადავწყვიტე მეორე ფიკი დამეწერა, არასდროს დამიწერია ფიკები და ნელ-ნელა დავხვეწავ. ვიცი პატარაა უბრალოდ მოტივაცია მჭირდება, ჯერ. ასევე შემდეგ თავებში, რომ არ დაიბნეთ ამ ფიკში ნოსტალგია არამხოლოდ გრძნობებად და ემოციებად, არამედ ადგილადაც მოიხსენიება.
Gakotset <3
YOU ARE READING
ნოსტალგია-მინ იუნგი
Fantasy-და რას ფიქრობ რაარის ეს? ნუთუ ამის გამო ჩემს მიტოვებას აპირებ?? -მაპატიე... ეს ნოსტალგიის შეგრძნება შინაგანად ძალიან მტკენს ჯიმინ...