-მალე მოხვალ...-გაისმა სიტყვები ჩემს გონებაში და გზა გულისკენ გაიკვლია. შავი, შხამიანი ისრით დამისერეს იგი. კაპილარების ბადით დაფარული, უკუნთო სხეულის ერთ-ერთი ორგანო აფეთქების პირას იყო, ჩემი გაცხშირებული სუნთქვის გამო. ვერ ვიაზრებდი ამ წამს რა მოხდა.
-ჯიმინ რამე თქვი?-შევბრუნდი მოულოდნელად ვკითხე ჩემს უკან მდგომ მომღიმარ სხეულს.
-არა? რამე მოხდა?-გაკვირვებული მზერა მომაპყრო, ჩემი შემდეგი სიტყვების მოლოდინში.
-არა არაფერი-ვთქვი და გავუღიმე. ნაყინი გამოვართვი და გზა გავაგრძელეთ. უცებ რაღაცა მძიმეს მოხვედრა ვიგრძენი მხარზე. მიმოვიხედე და დავინახე ჯიმინი, თეთრი, ნაზი თოვლის გუნდებით მომარჯვებული, მოსალოდნელი ბრძოლისთვის მზადყოფნაში.
-ჰმმ... მოჩი, ესეიგი ყველაზე ძლიერთან შერკინება გადაწვიტე არა?-ეშმაკურად ჩავიღიმე და ჯიმინის გაფართოებული თვალებისკენ მივიხედე. გაშეშდა. მეც დრო ვიხელთე, რამდენიმე გუნდა ავიღე და ერთი დავუშინე. გამოფხიზლდა. თვალები უბრწყინავდა, ბედნიერებისგან, და ცრემლებისგან... ყველაფერი დააიგნორა, გამოიქცა და ჩამეხუტა. ის ტიროდა... არვიცი რატომ.... მჭიდროდ ვყავდი მკლავებში მოქცეული და არ მიშვებდა... უცებ მის ტუჩებს სიტყვებიც მოსწყდა, რომლებსაც ბუნდოვნად გაარჩევდით.
-შენ.. შენ მე ისევ მოჩი დამიძახე-და ისევ დაიწყო ტირილი. ახლა მივხვდი რაში იყო საქმე. ის ძალიან მგრძნობიარეა. პატარაობაში მე და ის ყოველთვის ვაწყნარებდით. თითოეულ დეტალზე გული უჩუყდებოდა. ჩემი წვრილი თითებიც შემოვხვიე კისერზე და ყურში ჩავჩურჩულე.
-მე დავბრუნდი მოჩი-ვუთხარი, თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. ცრემლები ცერა თითებით ჩამოვუწმინდე, საყვარელი ლოყები გავუმშრალე.-და არასდროს წავალ, მოდი არ გვინდა ეს დრამატულობები. შენი საყვარელი შოკოლადები ვიყიდოთ და სახლში წადი კარგი?-თითოეულ სიტყვას ისე წარმოვთქვამდი, რომ ჩემი სევდა არ შეემჩნია.
YOU ARE READING
ნოსტალგია-მინ იუნგი
Fantastik-და რას ფიქრობ რაარის ეს? ნუთუ ამის გამო ჩემს მიტოვებას აპირებ?? -მაპატიე... ეს ნოსტალგიის შეგრძნება შინაგანად ძალიან მტკენს ჯიმინ...