თვალებს ვახელ... თოვს... ფიფქები ჰაერში ნაზად ფარფატებენ... ისევ იმ ადგილას ვარ, სადაც დავეცი. ან რას მოველოდი... არ აქვს აზრი სიცოცხლეს თუ მის ფასს ვერ გრძნობ... წკრიალი.... ზარების ხმა.... ვიბრაცია.... ზარი... მუსიკა.... ისევ ვიბრაცია. მობეზრებ წამოვწიე ლოგინიდან თავი და კომოდზე შემოდებულ ლურჯ ტელეფონს ხელი დავავლე. იქ გარკვევით ეწერა "ჯიმინი". გამიხარდა? არა. რეაქცია არ მქონდა, მართალია მის მიმართ სიმპათიები მქონდა, მაგრამ მისი გული სხვის მიერ არის დაკავებული. ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა. ტვინს ვიჭამდი. იქნებ რა მითხრას. იქნებ გამოსვლა მთხოვოს, ნამდვილად არ მაქვს სეირნობის თავი, ხასიათზეც არ ვარ. ან საერთოდ იმ ამბის შემდეგ ოდესმე ვიქნები? არვიცი. ვუპასუხე და მაშინვე გავიგონე ბოხი და სექსუალური ხმა. ალბათ ახალ გაღვიძებულია. ჩემს ადგილას სხვა გოგონები დადნებოდნენ, არა მე.
-ჰეი-თბილად მომესალმა და დარწმუნებული ვარ საყვარლად გაიღიმა.
-გისმენ ჯიმინ-ვუპასუხე მჟავეედ, მაგრამ მისგან რა მინდოდა არვიცი, რა შუაშია ის ჩემი წარსულის ტკვილთან. ჯიმინი ხომ ყოველთვის გვერდში მედგა და მიდგას.
-გოგო გამარჯობა არიცი შენ?-ვითომ გაბუტული ხმა მიიღო და ჩაეცინა. მე კი რეაქციის გარეშე ვუსმენდი, მისი ჩაცინება ისეთი საყვარელი იყო ტუჩის კუთხე ოდნავ ჩავტეხე.
-არა-ვუპასუხე ისევ უჟმურად და ვიყავი იმის მოლოდინში, რომ რაიმე კარგს მეტყოდა.
-კარგი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. გარეთ თოვს, რა ხასიათზე ხარ? გამოდი ვიგუნდაოთ-დამავიწყდა მეთქვა, რომ ჯიმინი ჩემი მეზობელია, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობდი, მასთან ერთად...
-კარგი რა რამდენი წლის ხარ-ისევ ნახევრად მძინარე ვსაუბრობდი მან კი ყურმილი დაკიდა... მეგონა თავი დამანება და ძილს მივუბრუნდი, მაგრამ ნურას უკაცრავად. კარზე კაკუნი გავიგე. საერთოდ ჯიმინის გარდა არავინ მოდის, ვიფიქრე ის იყო. ავდექი, თეთრი, ნაზი ნაჭრით შეკერილი, ლამაზი მაქმანებით მორთული მომხიბვლელი ხალათი მოვიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სხლში საშინელი სიჩუმე იყო. გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთო, არც კი დავკვირვებივარ ისე გამოისახა რაღაც ეკრანზე. დიდი ყავისფერი კარი გავაღე, არც შემიმოწმებია ვინ იყო, ჩემს აზრებში დარწმუნებული ვიყავი. პირი გავაღე მისასალმებლად როცა ვიღაც მომახტა და კარი გადარაზა. ძირს დავეცი.
YOU ARE READING
ნოსტალგია-მინ იუნგი
Fantasy-და რას ფიქრობ რაარის ეს? ნუთუ ამის გამო ჩემს მიტოვებას აპირებ?? -მაპატიე... ეს ნოსტალგიის შეგრძნება შინაგანად ძალიან მტკენს ჯიმინ...