taekook🥺

1.6K 58 34
                                    

- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო. ბევრი რამის თქმა მსურს შენთვის, ყოველთვის მსურდა, მაგრამ ვერასდროს გეუბნებოდი, ვერასდროს ვერ ვბედავდი. ჰომ იცი ძალიან მიჭირს ჩემს გრძნობებზე საუბარი. თან შენც არ გიყვარდა, როცა ზედმეტად თბილას გექცეოდი. ამიტომ ახლა ძალა მოვიკრიბე იმისთვის, რომ, რაც აქამდე ვერ გითხარი ახლა მოგწერო.
შეიძლება ახლა უკვე ყველაფერი გვიანია. ვიცი ახლა აღარანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, ვიცი შენ ჩემთან კონტაქრი არ გინდა, ვიცი, რომ გეზიზღები კიდეც, მაგრამ მე ეს უნდა გითხრა. უბრალოდ მინდა, რომ წაიკითხო.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ჩვენი პირველი შეხვედრიდან დავიწყებ. გახსოვს თეჰი ჩვენი პირველი შეხვედრა? ვფიცავ, როგორც კი დაგინახე, იმწამსვე ერთი ნახვით სიყვარულის ვირწმუნე. დაგინახე და მოგეჯაჭვე. არ ვიცოდი ამ გრძნობისთვის რა დამერქვა, არც ახლა ვიცი. მახსოვს, შენით შეპყრობილი ვიყავი. კიმ თეჰიონის სენი შემეყარა. ყველგან დაგყვებოდი, გითვალთვალებდი, გსტალკავდი, მოსვლას ვერ ვბედავდი. 3 თვე თეჰი, სამი თვე ჩემი ცხოვრება შენით იწყებოდა და შენით მთავრდებოდა. შენ იქეცი ჩემი ცხოვრების აზრად.

მეზიზღებოდა, როცა სხვასთან ერთად გხედავდი. ცუდად ვხდებოდი, როდესაც შენ სხვას ელაპარაკებოდი, შენს ულამაზეს ღიმილს სხვას აჩვენებდი. მინდოდა ჩემი ყოფილიყავი, მინდოდა.. ვოცნებობდი. ყოველთვის შენზე ვოცნებობით  ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ჩემს სიზმრებშიც შენ იყავი და იცი ყველაზე სამწუხარი რა არის? ახლაც ასეა.

მქონდა მცდელობები შენთან მოსვლის და დალაპარაკების, მაგრამ ზედმეტად სუსტი ვიყავი, არასდროს მქონდა საკმარისი ძალა, რომ მოვსულიყავი და ყველაფერი მეთქვა.

მხოლოდ მაშინ გავბედე, როცა შენი სახე ვნახე, შენი ულამაზესი სახე, რომელზეც ტკივილი იყო გამოსახული. ვერ შევეგუე იმ ცრემლებს შენი თვალებიდან, რომ მოედინებოდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მოვედი შენთან, შენი გაოცებული სახეც მახსოვს ჩემს დანახვაზე. მაშინ რა თბილი იყავი თეჰი, შემდეგ რა დაგემართა? რამ შეგცვალა? მაგრამ იქნებ საერთოდ არ შეცვლილხარ, იქნებ ნამდვილი შენ ის ცივი არსება არის, რომელსაც ადამიანები ეზიზღება. ის არსებაა, ვისაც მე ვეზიზღები.

just some crazy sex stories👅Where stories live. Discover now