jikook🔞

715 24 6
                                    


ყველაფერი ძაააალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ნუუ 3 წლის წინ. არა, 2 წლის , 9 თვის, 15 დღის, 8 საათის,
13წუთისა და 33 წამის წინ. უკვე 34, 35, 36....

მოკლედ ყველაფერი ძაალიან უცნაური და ჩახლართულიაა, მაგრამ შევეცდები ყველაფერი მარტივად ავხსნა.

მე და თეჰიონი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. სკოლიდან მოყოლებული ერთად მოვდიოდით, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ სიმართლე ვთქვათ ძალიან უცნაური იყო ყოველთვის. ზედმეტად ცივი, უჟმური, ხალხთმოძულე ადამიანი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.

მაგრაამ საშინლად სიმპატიური იყო და ბევრი ადამიანის ინტერესის სფეროსაც წარმოადგენდა. მათ შორის იყო ერთი ბიჭი, ჯონგუკი, რომელიც თეჰიონზე 2 წლის განმავლობაში სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

სადაც იყო თეჰიონი იქ იყო ჯონგუკიც. ყველგან კუდში დასდევდა, ყველაფერს აკეთებდა, რასაც მისი ცხოვრების სიყვარული ეტყოდაა.

ერთხელ თეჰიონი გაეხუმრა ფანჯრიდან გადახტიო, ის კი დაუფიქრებლად გადახტა და, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა.
კარგი, კარგი ვხუმრობ

კიდევ კარგი მეორე სართულზე იყვნენ და ბიჭმა მხოლოდ ფეხი მოიტეხა.

როგორც უკვე ვახსენე, თეჰიონი ძააალიან ეგოისტი იყო და ვერასდროს ხედავდაა, როგორ ცუდად ექცეოდა ბიჭს. ის მხიარული ახალგაზრდა სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭი თეჰიონმა მისნაირ უგრძნობ არსებად აქცია ისე, რომ ამაზე არც კი დაფიქრებულაა, ჩემგან განსხვავებით....

ჩემი და ჯონგუკის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ცუდი, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ის ჩემზე ეჭვიანობდა და ამის გამო ვერ მიტანდა, მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან. კიმის გამო მეც ხშირად მხვდებოდბა ჯონგუკი.

ბევრჯერ მინახავს და დამიმშვიდებია ატირებული ბიჭი.
ყველაზე რთული მისთვის ის იყო, როცა  თეჰიონს სხვასთან ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით თეჰიონი სერიოზული ურთიერთობების კაცი არ იყო. მაგრამ მოდი ვაღიაროთ, საშინელებაა, როცა ვიღაც, ვინც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს, დაინახო სხვასთან როგორ "ერთობა".

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 13, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

just some crazy sex stories👅Where stories live. Discover now