თავი 14

218 43 9
                                    

ჰარი / წარსული

აქამდე არავის შევძულებულვარ. ვიღაცები იყვნენ, ვისაც არ მოვწონდი. სკოლაში ბავშვები თმის გამო დამცინოდნენ ხოლმე. უფროსი ბიძაშვილი მყავდა, რომელიც ფიქრობდა, რომ გამაღიზიანებელი ვიყავი. მაგრამ არავის ვძულებივარ და განსაკუთრებით იმათ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ირონიული იყო, როცა ადამიანი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარდა პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ნამდვილად და სრულიად შემიძულა.

იმის შემდეგ, რაც ბოშამპს შევხვდი, გაკვეთილები გამოვტოვე და ჯებსენისკენ ფეხით წავედი. ვეცადე, ახსნა მომეფიქრებინა, თუ რატომ მივდიოდი კიევში ლუის ნაცვლად. შემეძლო, ბოშამპისთვის დამებრალებინა და მეთქვა, რომ მან აზრი შეიცვალა. ან მეთქვა, რომ ლუი აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ზამთრის ჩვენებისთვის და მისთვის რეპეტიციების გამოტოვება არ შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს, სოლო ჰქონდათ. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

როცა ოთახში დავბრუნდი, ლუი იქ არ დამხვდა. სამაგიეროდ მისი ჩემოდანი დავინახე, ბოლომდე ჩალაგებული.

მაგიდაზე წერილი იყო. ლუის აჩქარებული ხელწერა ვიცანი.

ძვირფასო ლისანდერ,

იმისთვის გავედი, რომ პასპორტი და საბუთები წამეღო ბოშამპისთვის. წასვლამდე თუ ვერ გნახე, მინდა, მადლობა გადაგიხადო. წუხელ ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამის თქმა დამავიწყდა. შენ გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდი. ჩემი ყოველთვის გჯეროდა, მაშინაც კი როცა საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. ახლა ჩემი ოცნებები ხდება! არ მეგონა, ასეთი საოცრება თუ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, შენ ხარ. ნეტავ იცოდე, როგორი ლამაზი ხარ. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, სანამ წასული ვიქნები. შენ ჩემი საყვარელი მოცეკვავე ხარ, გახსოვს?

სიყვარულით,

დემეტრიუსი

თვალები დავხუჭე და ქაღალდი დავკუჭე.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now