ლუი / ახლანდელი
უბედურება მერგო და შობის წინა საღამოს დავიბადე. ამიტომ ყოველთვის ერთი კვირით ადრე აღვნიშნავდი ჩემი დაბადების დღეს. ეს კომპანიის არდადეგების წვეულებასაც ემთხვეოდა, რადგან შესვენებამდე ერთმანეთს ბოლოჯერ ვხედავდით ხოლმე.
მხოლოდ 30 ადამიანი მოდიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ პატარა სახლი მქონდა, უცებ გადაიტენებოდა ხოლმე. ფანჯრები მაშინვე ინამებოდა, როგორც კი სტუმრები სმას და სიცილს იწყებდნენ.
ელეანორი და ლიამი ელექტროღუმელთან ჩხუბობდნენ. ლიამი თავის სავიზიტო ბარათს, თევზის ტაკოებს აკეთებდა, ელეანორი კი ბრაუნის. ერთმანეთის გარშემო დადიოდნენ ჩემს პატარა სამზარეულოში და ცდილობდნენ, ერთმანეთში არ აერიათ ბრაუნები და თევზი.
მე აქეთ-იქით დავრბოდი და ვმასპინძლობდი.
ჯეფრი და მე კიდევ ერთად ვიყავით. ის თანა-მასპინძლობას ითავსებდა, ხალხს ქურთუკებს ართმევდა და ჩემი ბინის ტურზე მიჰყავდა.
„ამ ხედს შეხედეთ." თქვა, როცა სტუმრები აივანზე გაიყვანა. შემოსვლისას კი: „ეს ჩვენი სამკითხველო ადგილია და ტელევიზორსაც აქ ვუყურებთ, მოიცადეთ, ერთ ძველ დისკს ჩავრთავ, სადაც ლუი ცეკვავს."
არა, გთხოვ, არა.
„და აი ასე გამოიყურებოდა პატარა ლუი."
არ მკითხოთ, როგორ იპოვა ჩემი ძველი ალბომები. არც ვიცოდი, რომ მქონდა. ჯეფრი დიდად ცნობისმოყვარე ადამიანი არ იყო, მაგრამ როცა საქმე მე მეხებოდა, არქეოლოგი ხდებოდა.
ჯეფრი ჩემი ბავშვობის ფოტოებით არ მორჩა. გადაწყვეტილი მქონდა, ბორდოსფერი სვიტერი ჩამეცვა, ჯეფრის კი ლურჯი ეცვა. როცა დაინახა, რა მეცვა, მაშინვე იდენტური ბორდოსფერი სვიტერი ჩაიცვა თავადაც.
„ღმერთო." ვუთხარი. „ჩვენ ეგეთი წყვილი ვართ?"
„საყვარლები ვართ."
YOU ARE READING
Flightless Bird (უფრთო ჩიტი)
Fanfictionლუი ტომლინსონი მთავარი მოცეკვავეა სამეფო ბალეტში. როცა ნიჭიერი მოცეკვავე, ჰარი სტაილსი უერთდება კომპანიას, ძველი ჭრილობები ისევ თავს იჩენს და ძველი ვნებებიც ცოცხლდება. 'გედების ტბის' მომზადებისას მათი საიდუმლო საბოლოოდ გამოაშკარავდება, მაგრამ უკვე მ...