"დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია"

292 12 0
                                    

მე-10-ე კლასის მიწურულს, მაისის დასაწყისში  ბიბლიოთეკის მასწავლებელი წავიდა. მიყვარდა ეგ ქალი. ყოველთვის თბილად მექცეოდა. წიგნების კითხვა მიყვარს, ამიტომაც სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობ. ქალაქის ბიბლიოთეკა რამდენიმე წლის წინ დახურეს. მას შემდეგ ჩემი მეორე სახლი სკოლის ბიბლიოთეკა გახდა. სწორედ მაგ წლებში შევიძინე ახალი მეგობარიც. სკოლის თბილი ბიბლიოთეკარი. ყოველთვის მეხმარებოდა წიგნების არჩევაში, მიყვარდა მასთან ერთად წიგნების განხილვა, პერსონაჟების ხასიათზე მსჯელობა, წიგნის შინაარსზე აზრების გაზიარება ერთმანეთისთვის, კამათი ჩვენს შორის იმაზე თუ რომელი პერსონაჟი მოიქცა არასწორად. მშვენიერი წლები დამიტოვა მოგონებებში რის გამოც მადლიერი ვარ, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი სრულდება. სწორედ მაისის შუა რიცხვებში დასრულდა ჩვენი სითბოთი გაჟღენთილი მოგონებები. მახსოვს მისი ბოლო სიტყვები "დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია" ღიმილით მითხრა და გადამეხვია. ვუყურებდი როგორ ტოვებდა სკოლის ტერიტორიას. ნახვამდის თბილო მეგობარო.
მისი წასვლიდან მეორე კვირას ბიბლიოთეკაში შევიარე. ახალი წიგნის აღება მინდოდა. ბიბლიოთეკის კარები ღია დამხვდა და მასში სიცარიელე სუფევდა. წიგნები ცდილობდნენ ეს სიცარიელე შეევსოთ, მაგრამ მათ ბიბლიოთეკარი აკლდათ. თაროებს მივუახლოვდი და წიგნის არჩევა დავიწყე. აი ისიც ჩემი ფავორიტი წიგნი, რომლის დანახვაზეც ის ყოველთვის ტიროდა. ამბობდა ამ წიგნზე "არ შემიძლია მისი ხელმეორედ წაკითხვა! ზედმეტად ძლიერია ჩემთვის! წიგნის ყრდაც კი საკმარისია ჩემთვის, რომ მატიროს!" მე კი ეს წიგნი მიყვარდა. მისი ათასჯერ თავიდან გადაკითხვა შემეძლო. მიყვარდა ყველა ამ წიგნის გრძნობები, ამ წიგნის ვნება, ამ წიგნის მოგონებები, ამ წიგნის მტკივნეული დასასრული. ფიქრებში გართულს ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა, ელეგანტურად ჩაცმული, ლამაზი გოგონა შემოვიდა, რომელიც თავს ქალად ასაღებდა. ჯერ მე შემომხედა და მერე ჩემს ხელში არსებულ წიგნს. ჩაიღიმა და მითხრა "მშვენიერი არჩევანია!" მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ახალგაზრდა "ქალბატონი" იყო ვისზეც საუბრობდნენ. რამდენჯერმე თვალი მოვკარი, მაგრამ ასე ახლოს აქამდე არ მენახა. მართლაც ლამაზი ყოფილა გავიფიქრე და მივუგე "როგორც ჩანს თქვენ ხართ ახალი ბიბლიოთეკარი" მომიახლოვდა და წიგნი გამომართვა. "როგორც ჩანს ამ წიგნის აღება გსურთ" რამდენიმე წამით წიგნს დააკვირდა შემდეგ კი მომხიბვლელი ღიმილით შემომხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს უყურებდნენ. "დიახ" ვუპასუხე მას.
"მაშასადამე, აიღეთ და როცა დაასრულებთ გამიზიარეთ თვქენი ემოციები ამ წიგნზე" წიგნი გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. "დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ" ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ბიბლიოთეკა დავტოვე. ახლა უკვე ვიცი, რომ ბიბლიოთეკა მარტო არ იქნება. "დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია" ღიმილით ჩავიბუტბუტე და შინისკენ მიმავალ გზას ხალისიანად გავუდექი.

ოჰ, ჩემო ტკბილო მაისო!Where stories live. Discover now