"-გამხდი უკანასკნელს? -ისედაც ხარ!"

110 9 0
                                    

შაბათ დღეს ადრე გავიღვიძე. გამოვეწყვე და სკოლის გზას გავუდექი. დღეს ძალიან კარგი და ფერადი ამინდი იყო. მერცხლები დაფრინავდნენ, ნიავი კი ხის ფოთლებს ნაზად ეხებოდა. ნაზად ცეკვავდნენ ფოთლები ნიავთან. ჰაერში კი საოცარი უკვე ზაფხულის სურნელი ტრიალებდა. სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან მხიარულება იყო. ყოველი წამი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი კუთხე ისეთი სასიამოვნო იყო...!როდესაც სკოლას მივუახლოვდი ისიც დავინახე. ბრწყინავდა! როდესაც შემამჩნია ჩემთან მოირბინა და გადამეხვია. "აბა სად მივდივართ?" თვალები კიდევ უფრო მეტად უბრწყინავდა მოუთმენლობით აღსავსეს. მზის სხივები კი მის ფაფუკ კანს ფრთხილად ეხებოდა."ჩემს საყვარელ ადგილას" ვუთხარი, ხელი ჩავკიდე და წინ გავუძეხი. მთელი გზა ჩუმად ვიყავით თუმცა ჩვენი ფიქრები არ გაჩერებულა. მე ის იმ ადგილას მივიყვანე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ყოველთვის მამშვიდებდა და იდეალური ადგილი იყო ფიქრისთვის. ყველასგან შორს, ბუნებაში, ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად, მინდორზე უამრავი ლამაზი ყვავილის გარემოცვაში. "ლამაზი ადგილია" თქვა და მინდორს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. "ჩემი საყვარელი ადგილია" ვთქვი, მან კი მინდორის თვალიერება შეწყვიტა და მე შემომხედა. გამიღიმა, მომიახლოვდა და თვალი შემავლო.
-შენ საყვარელ ადგილს ბევრს აჩვენებ?
-არა!
-მერამდენე ვარ?
-პირველი!
-გამხდი უკანასკნელს?
-ისედაც ხარ!
პასუხით დაკმაყოფილებულმა უფრო მომიახლოვდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს უყურებდნენ. შეიძლება პირით არაფერი გვითქვამს, მაგრამ თვალებმა ერთმანეთი გაგვცეს. მინდორზე დავწექი და მანაც იგივე გააკეთა. ისეთი ლამაზი იყო! ყვავილებში ჩაფლული, მის წითელ ტუჩებზე მზის სხივების ცეკვა, მისი ღიმილი, რომელიც ჩემთვის იყო ასეთი, მისი თვალები რომელსაც მე ვწყუროდი და ჩემი სხეული რომელსაც ის წყუროდა. სწორედ ამ დროს მას მივუახლოვდი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხენ. ერთმანეთით ტკბებოდნენ და ჩვენი ხელები ერთმანეთის სხეულზე მიმოდიოდნენ. ჩვენი ენები კი ერთმანეთს ეფერებოდნენ. ხელები ტკბებოდნენ ჩვენი სხეულის ნაწილებით. მისი სხეული ისეთი გემრიელი იყო. მისი კისერი, ტუჩები, ენა! ეს სწორედ ის გრძნობა იყო რასაც წიგნებში აღწერდნენ, არა ეს რაღაც უფრო მეტი და მშვენიერი იყო! ისეთი, რომ სიტყვებით მას ვერასდროს, ვერავინ აღწერდა! როდესაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთისგან განცალკევდნენ ორივეს სახეზე უდიდესი სიამოვნების ღიმილი მოგვეფინა. კითხვების დასმა დამიწყო
-რას აპირებ მომავალში?
-მინდა, რომ მწერალი გავხდე
-მწერალი?-ჩაიცინა და განაგრძო-გამოდის, რომ ჩემს გვერდით ახლა მომავალი მწერალი წევს და მე მომავალ მწერალს ვაკოცე
-ასეა-ჩემი სახე მთლიანად ღიმილმა მოიცვა
-ერთ რაღაცას დამპირდები?
-რას?
-დაწერე ოდესღაც ჩემზე
ორივე დავდუმდით. არაფერი ვუპასუხე უბრალოდ მას გადავეხვიე. ხელები მომხვია და იდეალურ, მშვიდ გარემოში ორივემ ერთად ჩახუტებულებმა დავიძინეთ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვეღვიძა და უკან დავბრუნდით. როდესაც იმ მომენტს მივადექით სადაც ჩვენი გზები იყოფოდა, მან კიდევ ერთხელ მაკოცა. მის ტუჩებს ერთადერთი სიტყვა აღმოხდა "მიყვარხარ" ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე მალევე გაუჩინარდა

ოჰ, ჩემო ტკბილო მაისო!Where stories live. Discover now