"შეხედეთ! ჩვენს პატრონს როგორი მშვენიერი კისერი აქვს!"

133 9 0
                                    

ერთი კვირის შემდეგ პირველ სართულზე ბიბლიოთეკაში წიგნის დასაბრუნებლად ჩავედი. კარები გავაღე და საოცარი ენერგია ვიგრძენი. როგორც ჩანს ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი აქაურობას აბედნიერებს. ამჯერად ის იქ დამხვდა. მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა. ფანჯარა ღია იყო და გაზაფხულის სასიამოვნო ქარი მის თმებს ეფერებოდა. თმები კი კისერს ამშვენებდა. ამბობდნენ "შეხედეთ! ჩვენს პატრონს როგორი მშვენიერი კისერი აქვს!" ამის გაფიქრებაზე ხმამაღლა გამეცინა. ახლა უკვე მისი ყურადღება ჩემით იყო დაინტერესებული და არა წიგნით. წიგნი დახურა და მაგიდაზე დადო. ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. "როგორც ჩანს დაასრულე. გამიზიარებ შენს გრძნობებს მის მიმართ?" უარი ვერ ვთქვი. პირიდან ჩემდა უნებურად, მაგრამ ჩემი დიდი ინტერესით თანხმობა აღმომხდა. პასუხი ესიამოვნა. წიგნი გამომართვა და ხელი მომკიდა. გრძელ სკამზე დავსხედით და გაბრწყინებული, ცნობისმოყვარე, მოუთმენლობით აღსავსე თვალებით ყურება დამიწყო. მისი თვალები მეუბნებოდნენ "მომიყევი შენი გრძნობების შესახებ! მითხარი რა იგრძენი!" მის თვალებს ვერ გავექეცი და ჩემი ყველა გრძნობების შესახებ ვუთხარი რაც კი როდესმე მიგვრძვნია ამ წიგნის წაკითხვის დროს. ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის სახეს, მის დიდი შავ თვალებს, რომელსაც გრძელი წამწამები უფრო მეტად ამშვენებდა, მის ბავშვივით წამობურცულ წითელ ტუჩებს, მის ცხვირს, რომელიც ტუჩებს და თვალებს უხამდებოდა. მისი სავსე ლოყები კი მის სახეს ისეთ ბავშვურობას და ისეთ სიმშვენიერებას სძენდა... ისე ინტერესით მისმენდა მინდოდა კიდევ მომეყოლა მისთვის რამე, მაგრამ ჩემი გრძნობები ამ წიგნის შესახებ ამოვწურე. ისე გავიდა დრო, რომ ვერც კი შევამჩნიე. გაკვეთილი გამოვტოვე. ვიცოდი საყვედური არ ამცდებოდა, მაგრამ ამ წამს საყვედურზე ფიქრით კი არა მისით ვიყავი დაინტერესებული.
როდესაც საუბარს მოვრჩით და უკვე ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გასვლის წინ მოულოდნელად წამოიძახა "კიდევ შემოიარე!"
აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ ბიბლიოთეკიდან გავედი და კლასში დავბრუნდი.

ოჰ, ჩემო ტკბილო მაისო!Where stories live. Discover now