Moment

2K 137 55
                                    

თქვენი ცხოვრების განმავლობაში თუ გქონიათ ისეთი, მომენტი როცა მხოლოდ ერთ ადამიანს აურევია ყველაფერი თავისი ერთი მოულოდნელი გამოჩენით? დიახ, მე აღვმოჩნდი ის იღბლიანი ვისაც ეს შეემთხვა.

ჩემი დალაგებული რუტინის ერთ-ერთ ჩვეულებრივ დღეს მოულოდნელად გამოჩნდა ის ვინც ერთ ღამეში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შემდეგ კი უბრალოდ გაუჩინარდა.

მე ჯონ ჯონგუკი ვარ. წელს სამედიცინოს უნივერსიტეტის ექვსწლიანი კურსი დავასრულე და მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ამიტომ გადავწყვიტე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა ფული შემეგროვებინა.

ღამის კლუბში ბარმენად ვმუშაობ. ეს საქმე ბავშვიბიდან მომწონდა. ამიტომ, როგორც ჰობი ისე შევისწავლე. როცა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, მივხდი რომ დამოუკიდებლად განვითარება, მუშაობა და ჩემი ფული მჭირდებოდა. ამიტომ მაშინვე სამუშაოს ძებნა დავიწყე. აქ მუშაობა ხელს არ მიშლიდა მეცადინეობაში, რადგან მხოლოდ საღამოს 8-დან 3 ან 4 საათამდე ვმუშაობდი.

როცა ღამის კლუბში ბარმენი ხარ რა თქმა უნდა წესია, რომ ყველა გულნატკენი და აღგზნებული აუცილებლად შენთან გამოივლის. ვერ ვიტყვი, რომ ყოველ ღამით სექსით ვარ დაკავებული. თუმცა თუ ვხედავ ლამაზ გოგონებს, რომლებიც ინიციატივას თვითონ იჩენენ ჩემთან დაწოლის უარით არ ვუშვებ.

ასევე ხშირია დაბნეული და მარტოსული ადამიანები, რომლებიც ცეკვისა და გართობის ნაცვლად უბრალოდ ბართან ზიან, თავიანთ ბედს მისტირიან და სვამენ, სანამ არ ჩაეძინებათ დახლთან.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ დღეს გამოჩნდა ბარში ახალგაზრდა ქერა ბიჭი, საშუალო სიმაღლის, კარგად ჩაცმული, ხელზე ძვირადღირებული საათითა და ბოლო მოდელის ტელეფონით. დახლთან დაჯდა და რამდენიმე ჭიქა კოქტეილი შეუკვეთა. გამიკვირდა, რადგან სულ მარტო იყო და ამდენს როგორ უნდა გამკლავებოდა. თუმცა უყოყმაოდ დავულაგე წინ. მსუბუქად გამიღიმა და ორი ჭიქა ზედიზედ გადაჰკრა.

One night Where stories live. Discover now