《7》

133 6 1
                                    

••••••••••••
იმისთვის, რომ საქართველო შეიცვალოს, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ.
••••••••••••

დაახლოებით ორის ნახევარი იყო, როდესაც მისმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
ტელეფონს ხმა იქამდე ჰქონდა აწეული, რომ პირველივე ხმაზე თვალები გაახილა. ხელი ლოგინიდან გადაწია და ტელეფონი აიღო. ყურზე დაიდო და თვალები მოხუჭა. იმ წამსვე ჩაეძინებოდა, რომ არა დის ხმა.
-სოფია! ალო!
-ია!
-გამარჯობა ქალ-ბატონო. როგორ ხართ?-სოფია გულაღმა დაწვა.
-კარგად რა ქენი? დაამთავრე ჯარი?
-კი ცოტა ხნის წინ მოვედი სახლში.
სოფიას და ია თბილისში სწავლობდა. სამედიცინო უნივერსიტეტში.
-ისე 1 წელი ბევრია...-ჩაილაპარაკა იამ.
-ძველად 5 იყო.
-ყველა ირიდებს ჯარს
-არავინ არ უნდა აირიდოს! ყველა პატრიოტის მოსახდელი ვალია!
-კაი. თბილისში წამოხვალ?
-თბილისში?
-ხო თბილისში...რა არ გინდა?
-მეზ...
-გადაწყვეტილია! ხვალ რვის ნახსვრიანს გამოყევი.
-ხომ მაგრამ მეზ...
იამ ტელეფონი მაშინვე გათიშა.
-ჯანდაბა! ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!

მომდევნო დღე ქუთაისი-თბილისის რეისს გაყვა. რიკოთის გვირაბს სანამ მიუახლოვდებოდნენ გზად რამდენიმე ჩინური კომპანიები დაინახა. ჩინეთი, იქ ხომ ისეთი ოჯახი არ არსებობდა სადაც ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ...ნუ გაჭირვებას სუნთქვას თუ არ ჩავთლით, იქ ხომ იმდენი ხალხია, რომ მორიგეობით სუნთქავენ.
"არა კაცო! ჩემი ქვეყანა მირჩევნია. აქ ჰაერი მაინც ბევრი მაქვს."
და ქალაქი ხაშურიც!

ჩვენ შორის...Where stories live. Discover now