👑.12.🙍

844 71 77
                                    

-სად გაქრა ყველა მსახური ამ სასახლეში ყველა გასაშვებები არიან,ერთი ყავა მომინდა და ყველა აორთქლდა - იძახდა განრისხებული ჯონი და სამზარეულოსკენ მიაბიჯებდა

როდესაც სამზარეულოს კარები შეხსნა სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა,მას ხომ მისი საყვარელი წითელ ლოყება ომეგა მოენატრა,თუმცა ამას თავის თავთანაც არ აღიარებს

-სად ხართ ყველა?- დაიძახა ნერვებ მოშლილმა პრინცმა და მაშინვე თვალში თეთრ თმიანი ომეგა მოხვდა

-მაპატიეთ ბატონო ჩვენ ეზოში ვიყავით ახალ დეკორაციებთან დაკავშირებით..-საუბრის გაგრძელება უნდოდა ფელიქსს მაგრამ ჯონმა გააწყვეტინა

-რა დეკორაციები რა ხდება?- იკითხა გაკვირვებულმა

-თქვენი..

-კარგი არ მაინტერესებს რომელიმე მზარეულს უთხარი რომ ყავა მომიმზადოს ერთი ერთზე არ შეგეშალოთ, და ხო ბაღში ვიქნები იქ მოიტანონ - კბილებში გამოსცრა ალფამ და სამზარეულოდან გამოვიდა

მართლაც დაინახა ეზოში როგორ შემოქონდათ სხვა და სხვა ნივთები,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და გზა განაგრძო

თვითონაც ამჩნევდა მის ქცევებში ცვლილებას,მისი ომეგა თითქმის სამი დღეა სასახლიდან გაუშვა და ისევ თავის ძველებურ სახეს დაუბრუნდა,როცა ჯიმინი აქ იყო თითქმის ვერავინ ცნობდა ის ისეთი ტკბილი იყო მითუმეტეს თავის ომეგასთან,მაგრამ გაახსენდა რაც ჩაიდინა და როგორც მოატყუა პრინცი მის სხეული ისევ განრისხებამ მოიცვა.

-ბატონო თქვენი ყავა - გაიგონა გვერდიდან უცხო ომეგის ხმა და მისკენ შეტრიალდა,გრძელი შავი თმა სუსტი სხეული და თეთრი კანი

-შენ ვინ ხარ?- კითხა ჯონმა და სკამზე მოკალათდა

-ბატონო მე ბომგიუ ვარ მე აქ ჯიმინის შემცვლელად ამიყვანეს - როცა ჯონმა სიტყვა "შემცვლელი" გაიგონა რატომღაც ბრაზი მოაწვა და ომეგას მკაცრად უთხრა

👑with me again 👑დასრულებული✅Where stories live. Discover now