King pov:
როდესაც გავიგე რომ ჯისუნგმა ჯონგუკის და სუბინის ნიშნობა დაგეგმა საშინლად გავბრაზდი ამას არ დავუშვებ,ვერ შეძლებს ის ორი გველი ჩემს შვილს ცხოვრება გაუმწარონ თუმცა ვიცი რომ ამას ჯონგუკიც არ დაუშვებს და იმედია ყველას არ დახოცავს,მაგრამ ვიცი მის დაწყნარებას ვინც შეძლებს და ისევ გაბედნიერებს ჩემს შვილს,და ეს ჯიმინია.
ცხენზე შემოვჯექი და გზას გავუდექი ჩემი ორი ძარისკაცით ჩემი ომეგის სახლში მივდივარ იმედია არ გამიჭირდება მათი დათანხმება რომ სასახლეში გამომყვნონ,მათი სახლი არც ისე შორსაა ამიტომ ათ წუთში მათ სახლთან ვართ!
-ჰიუჯინ შენ და ჰოსოკი აქ დამელოდეთ მალე გამოვალ ვგონებ კიდევ ორ ადამიანთან ერთად-ვუთხარი ბიჭებს და ცხენიდან გადმოვედი და უფრო მივუახლოვდი ჯიმინის და ჩანიოლის სახლს.
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და მაშინვე გაიღო.
Chanyeol pov:
სამზარეულოში ვიყავი და ჩემი შვილის საყვარელ სალათს ვაკეთებდი ვიფიქრე შეიძლება ამან გაამხიარულოს იმის მერე უფრო ცუდად არის რაც გაიგო რომ პრინცი ვიღაც სუბინზე ინიშნება და იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ოთახიდან, ოთხი დღეა ოთახიდან არ გამოსულა თეჰიონიც მასთანაა ძალიან მადლობელი ვარ მისი,ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა და მეც მაშინვე კარებისკენ გავემართე გავაღე და ჩემს წინ "ჩემი" ალფა დამხვდა,აქ რა ესაქმება
-თქვენ? აქ რა გინდათ- ვკითხე მე და სულ დამავიწყდა რომ სახლში შემომეპატიჟებინა,თუმცა ასე აჯობებს
-სახლში არ შემომიშვებ? აქ ხომ არ ვილაპარაკებთ - მკითხა ალფამ და ტუჩები მოკუმა,სხვა გზა არ მქონდა გავიწიე და სახლში შემოვუშვი
-ლამაზი სახლია - მითხრა მან მეკი ჩავიცინე, ამას ის ადამიანი ამბობდა რომელიც სასახლეში ცხოვრობს ალბათ აქაურობა მისთვის სოროა.
-აქ იმის სათქმელად მოხვედი რომ ლამაზი სახლი მაქვს?- ვეუხეშე მე,მეც მიკვირს საიდან ამხელა გამბედაობა
YOU ARE READING
👑with me again 👑დასრულებული✅
Fanfic„ჯიმინი ერთი ჩვეულებრივი ომეგაა რომელიც ღარიბულ ოჯახში გაიზარდა ჯონგუკი მისი ალფა და მომავალი მეფე, იქნებიან ეს ორი განსხვავებული ფენის წარმომადგენელი ერთი ოჯახი? "