Sanghe's pov:
მისი ტუჩები ჩემს ტუჩებზე, მისი ხელები ჩემს წელზე, მისი სხეული ჩემს სხეულთან ახლოს... ამაზე უკეთესს ვერც კი ვინატრებდი.
უჰაერობის გამო კოცნის შეწყვეტა მოგვიწია. ჰიუნჯინმა შუბლი შუბლზე მომადო და თვალებში დაჟინებით მიყურებდა.
იმ წუთას ძალიან შემრცხვა. სულ აწითლებული ვიყავი ნამდვილად პომიდორს ვგავდი. ჰიუნჯინის მკლავებიდან განთავისუფლება ვცადე თუმცა მან მოასწრო და ისევ დამიჭირა.
-სად მიძვრები პატარა მელაკუდა?
-მე... მე არსად სად უნდა წავიდე?
-ჰმ... ამ წამს ჩემს მკავებიდან გათავისუფლებას ცდილობდი არა?მოულოდნელად გავაანალიზე რაც ხდებოდა და უფრო დავიბენი.
-კი, ამ.. უნდა გამიშვა..
-რატომ?
-ჰიუნჯინ!
-გისმენ
-გამიშვი
-არა
-რატომ?
-არა და ამიტომ
-გამიშვი თქო!
-არა თქო!
-გამიშვი!
-არა!
-კი!
-არა!
-კი!
-სანგჰე!დამიყვირა და გულში ჩამიკრა. იმ წამს ოდნავი შიში და სითბო ერთნაირად ჩამეღვარა გულში.
-მიყვარხარ!
-რა?!
-მიყვარხარ!
-ჰიუნჯინ!
-გისმენ
-თუ ამას ახლა მეტყვი და ხვალ დილით გამოხვალ და ინანებ ჯობს გაჩუმდე და არაფერი თქვა.
-მოიცა შენ მართლა გგონია რომ გატყუებ?
-იცი? მე არ მინდა ისეთი სიტყვები მოვისმინო რომელიც გულს მატკენს.
-შენს გრძნობებში გარკვეული არ ხარ?
-მე... კი ვარ!
-მერე?
-რა მერე?
-შენც იგივეს გრძნობ? მითხარი შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე?! შენც ისევე გინდა ჩემთან როგორ მე?!
-ჰიუნ..ჰიუნჯინ დაწყნარდი.
-მე... *ჩაიმუხლა* რატომ ვარ ასეთი უიღბლო?-ჰიუნჯინ, რას გულისხმობ?
-წყეული ორი წელი! წყეული ორი წელი შენზე ოცნებაში გავატარე. ყოველ დღე, როცა გხედავდი მინდოდა მოვსულიყავი და მეთქვა, თუ რამდენად ძლიერად მიყვარხარ, მაგრამ სულ უკან ვიხევდი. მკითხავ რატომ. რატომ? იმიტომ რომ მეშინოდა. მეშინოდა თუ მოგიახლოვდებოდი ხელს მკრავდი და ჩემი დანახვა აღარ გენდომებოდა! იცი რა? რაც შენ შემიყვარდი არც ერთ გოგოსაკენ არ გამიხედავს. იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ! ვეღარ ვიტევ ამ გრძნობას, დიდი ტვირთი მოვიცილე რომ გითხარი. სანგჰე! *ფეხზე წამოდგა* არ ვიცი შენ გიყვარვარ, თუ არა მაგრამ მე... მე უზომოდ მიყვარხარ. გინდ ცა ჩამოინგრეს, გინდ დედამიწა უკუღმა დატრიალდეს მე შენ მიყვარხარ! მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ. ეს დაიმახსოვრე!ყველა გრძნობა ერთმანეთში მერევა, თითქოს ახლა დავრწმუნდი რომ ვიღაცას ვადარდებ ვიღაცისთვის ფასეული ვარ...
-მე...
-რა?
-ჰიუნჯინ!
-გისმენ
-რომ გითხრა მიყვარხარ დაიჯერებ?
-ეჰ... ასეთი იღბლიანი მე როდიდან ვა... *დაფიქრდა* -მოიცა! მოიცა! ახლიდან გაიმეორე რა თქვი??
-ჰმ... მიყვარხარ?
-სანგჰეეეგამოექანა და გულში ჩამიკრა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ემოციებს ვერც ერთი ვერ ვმალავდით.
-მიყვარხარ, სანგჰე!
-მეც მიყვარხარ ჰიუნჯინ!
YOU ARE READING
𝖱𝗂𝗀𝗁𝗍 𝗉𝖾𝗋𝗌𝗈𝗇, 𝖺𝗍 𝗍𝗁𝖾 𝗋𝗂𝗀𝗁𝗍 𝗍𝗂𝗆𝖾| 𝖫.𝖥
Romance„მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით" - ჰენრი ფორდი 𝐖𝐫𝐢𝐭𝐭𝐞𝐝 𝐛𝐲: 𝐥𝐢𝐥𝐢