ავტორი:
პაკ ჯიმინი სასიამოვნო ახალგაზრდა ბიჭია, 22 წლის, ცხოვრობს მარტო, მუშაობს კომპანიაში დირექტორის მდივნის თანამდებობაზე, ყავს ოჯახი, არ ჰყავს მეორე ნახევარი, წარმოშობით ბუსანიდანაა, ამჟამად ცხოვრობს კორეაში.
ჩვეულებრივი დღეა, ჯიმინი დილით 7 საათზე იღვიძებს და ემზადება სამსახურში წასასვლელად. ჯერ ბანაობს შემდეგ ტანსაცმელს იცმევს, ჭამს, საძინებელს ალაგებს და მანქანაში ჯდება, რათა სამსახურში წავიდეს. 15 წუთში მისი კომპანიის ეზოშია ნელი ნაბიჯებით მიიწევს დიდი შუშის კარისკენ, რომელსაც ბეიჯით აღებს და შედის დიდ სივრცეში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი. მიდის ლიფტთან და ღილაკს აჭერს თითს, მალევე კარი იხსნება და შიგნით შედის პაკი. მიიწევს თავისი სართულისკენ და შესვლისთანავე თვალში თავისი უფროსი ხვდება, რომელსაც დასანახად ვერ იტანსდა ამრეზით ატრიალებს თვალებს. უფროსი ჯიმინს თვალებში უყურება და ელოდება როდის მივა ჯიმინი მასთან ახლოს, რომ დაელაპარაკოს, ამიტომ ჯიმინს უწევს უფროსისკენ წავიდეს. კაცს ხმადაბლა ესალმება ჯიმინი და თავს უკრავს.
-გამარჯობა- ბიჭი ჩუმად ესალმება, რადგან უფროსს ცნაური სახე აქვს და ჯიმინს გული ცუდს უგრძნობს.
-გამარჯობა, ჯიმინ-მობეზრებით ესალმება და აგრძელებს-მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკო, ჩემს კაბინეტში გამომყევი-და კაცი ნელი ნაბიჯით მიიწევს კაბინეტისჯენ. ჯიმინიც დასჯილი ბავშვივით უკან მიჰყვება.
შევიდნენ კაბინეტში დაიკავეს ადგილი და უფროსი იწყებს საუბარს, მას შემდეგ რაც თავის მდივანს ყავას უკვეთავს. ეს კი ჯიმინს ძალიან ეუცნაურება, აქამდე არასდროს აძლევდა უფროსი მასთან ერთად დაჯდომის უფლებასაც, ახლა კი თავისთან კაბინეტში დაისვა და მეტიც ყავაც შესთავაზა. ორივენი ელოდებოდა ყავას, უფრო სწორედ უფროსი ყავას ჯიმინი კი უფროსს. ეს მოლოდინი კი საუკუნედ იწელებოდა ბიჭისთვის, რომელიც ნერვიულობისგან კანკალს მოეცვა.
-მოკლედ ჯიმინ, პირდაპირ გეტყვი ზედმედი მიმოხრების გარეშე-და ამაზე ჯიმინი იძაბება-ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კომპანიიდან უნდა გადაგიყვანოთ.
YOU ARE READING
first feels❤️💗
Romanceორი ადამიანის უჩვეულო სიყვარულის ისტორია, რომელიც დაიწყო მათი პირველი შეხვედრისთანავე და სიკვდილამდე გრძელდება