ჯიმინის პოვ:
დიახ თითქმის მთელი დღე შეუსვენებლად ვმუშაობდით, ამიტომ ჯონგუკმა 1 საათით ადრე გაგვიშვა ყველა, მხიარულად ვიყავი, მაგრამ დაღლილობა მაინც მეტყობოდა ამიტომ, სახლში მალე მივედი მოვწესრიგდი და დასაძინებლად დავწექი.
მალევე ჩამეძინა და კარგადაც გამოვიძინე, ასე რომ დილით დასვენებული წავედი სამსახურში.მივედი თუ არა ყველა მომესალმა, უკვე რამდენიმეს დავუახლოვდი კიდეც და ნომრებიც გავცვალეთ. აქ ძალიან კარგი გარემოა და გონება მინათდება. შევდივარ ჩემს კაბინეტში ვთავსდები სავარძელში და მაგიდაზე დატოვებულ საბუთებს ვათვალიერებ რომლებიც ჩემდა საუბედუროდ ძალიან ბევრია. ვერც კი ვხვდები როდის გავიდა 4 საათი უკვე ლანჩის დროა, ამიტომ კაბინეტში კოლეგა შემოდის და მატყობინებს, რომ საჭმელად უნდა გავიდეთ მაგრამ მე არ მშია, ამიტომაც ყველა მიდის მხოლოდ მე და დამლაგებელიღა ვრჩებით ოფისში. მე მუშაობას ვაგრძელებ რა დროსაც ჩემი კარი იღება და ვიღაც შემოდის. თავი საბუთებში მქონდა ჩაფლული ამიტომაც ხმა არ ამომიღია რამდენჯერმე შევამჩნიე დამლაგებელი შემოდიოდა ხოლმე ამიტომ მეგონა ახლაც ის იყო. 5 წუთში ისევ გავიგონე ხმა, მაგრამ ამჯერად უკვე ჩახველების და ამოვიხედე ზემოთ სადაც ჩემდა გასაკვირად თვით ჯონ ჯონგუკი იყო. მაშინვე წამივხტი ფეხზე, სათვალე მოვიხსენი და მივესალმე თავის დაკვრით.
-გამარჯობა ჯიმინ -მანაც მომესალმა და გაიღიმა.-სათვალე ძალიან გიხდება. კომპლიმენტს არ ველოდი და ლოყები გამიწითლდა.
-მადლობა ბატონო ჯონ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-ამ სიტყვებზე მან მოწყენილი სახე მიიღო.
-კარგი რა ჯიმინ, ჩვენ ტოლები ვართ და თქვენობით რატომ მომმართავ-ამ სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა ნუთუ ასე დავახლოვდით ამ 2 დღეში, რომ არაფორმალურად ვისაუბროთ ერთმანეთთან?მაგრამ რადგან უფროსია თან ასეთი სიმპატიური დავუჯერებ.
ESTÁS LEYENDO
first feels❤️💗
Romanceორი ადამიანის უჩვეულო სიყვარულის ისტორია, რომელიც დაიწყო მათი პირველი შეხვედრისთანავე და სიკვდილამდე გრძელდება