ბრძოლა სიკვდილთან 2

4 1 0
                                    

1 მარტი

ჩანაწერი 2:

გამეღვიძა კარებზე კაკუნისგან.  სწრაფად ავდექი, თმები გადავიწიე, საწოლი შევასწორე და კარი გავაღე. კარების უკან ჩემთვის უცხო ლამაზი, ლურჯ თმიანი გოგონა იდგა. გრძელი და  ხვეული თმა ჰქონდა, მაღალი, ტანსწორი, მომღიმარი გოგონა იყო. 

ესტი: ემ... შენ ვინ ხარ?

ქეიჯი: მე ქეიჯი ვარ. შენ ესტი არა?

ესტი: დიახ....

ქეიჯი: სწრაფად  წამოდი სხვა წევრები უნდა გაგაცნოთ.

ესტი: კარგი.

მე ქეიჯის გავყევი. მესამე სართულზე ავედით და დიდ ოთახში შევედით. როგორც მივხვდი ადრე ეს ბიბლიოთეკა იყო. ახლა ოთახის შუაში დიდი მაგიდა და სკამები იდგა. როგორც ჩანს აქ შეკრებებს აწყობენ. მაგიდის თავში შავთმიანი, შავთვალება, ლამაზი გოგო იჯდა.  სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ძალიან ძლიერია და დიდი წარმოდგენა აქვს მის თავზე. ვფიქრობ ის ლიდერი უნდა იყოს. მის გვერდით ლამაზი, შავთვალება და შავთმიანი ბიჭი იჯდა. მის ხელზე ტატუ შევამჩნიე. მის თვალებში ამოიკითხებოდა სიტყვები: "ყველას გაგანადგურებთ". გარეგნულად საკმაოდ ძლიერი ჩანდა. მაგიდასთან კიდევ  8 ადამიანი იყო. ორი მათგანი ჩემთვის უკვე ნაცნობი ჯონქუქი და მია იყვნენ. ქეიჯი გარეგნობით თითქმის მისი ასლის გვერდით დაჯდა. როგორც მივხვდი ისინი ტყუპები არიან. მე მიას და ჯონქუქის შორის დავჯექი. ძალიან გამიმართლა, რადგან მათ უკვე ვიცნობ. როცა მაგიდასთან დავჯექი შავთმიანი გოგონა ფეხზე ადგა და ლაპარაკი დაიწყო.

ჰეილი: მოგესალმებით მე ვარ ჰეილი 20 წლის. ვარ შემგროვებლების, მსროლელების და მშვილდოსნების  ნაკრებში.  მე ამ ბანდის გოგოების ნაკრების ლიდერი ვარ. ჩვენ ერთად ვაპირებთ ქვეყანა ვიხსნათ ზომბი აპოკალიზსისგან. ჯერ კარგად არ გვაქვს შეცნობილი ეს დაავადება და ბევრი დრო დაგვჭირდება.  ახლა მე და კიდევ რამდენიმე წევრი ერთად ვცდილობთ ვიპოვოთ ვაქცინის შესაქმნელად საჭირო წამლები. მე ვიცი, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

ბრძოლა სიკვდილთანМесто, где живут истории. Откройте их для себя