ბრძოლა სიკვდილთან 4 თავი

6 2 2
                                    

ჩანაწერი 3 გაგრძელება:

ხმაურზე ზომბები გამოვიდნენ. ძალიან ბევრი ზომბი იყო. ჩვენ ვესვროდით მათ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი იყვნენ. მე ჩემს წინ ზომბებს ვესვროდი და უცებ ზურგს უკან სროლის ხმა გავიგონე. უკან მოვიხედე და ძირს წაქცეული ზომბი დავინახე. მივხვდი, რომ ჯონქუქმა მოკლა. წინა მხრიდან ისევ შემომესივნენ ზომბები და მათი მოკვლა გავაგრძელე. 

უცებ ხმა გავიგონეთ:

ქეიჯი: აუჩ ფეხი

უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ქეიჯი წაიქცა მისკენ კი 5 ზომბი ერთად მიდიოდა. სანამ რამეს მოვიმოქმედებდი მასთან თოკო მივიდა და ზომბები დახოცა. მე ქეიჯისთან მივვარდი.

ესტი: კარგად ხარ????

ქეიჯი: კი... მგონი....

ესტი: შეგიძლია ადგომა?

ქეიჯი: არ ვიცი.... 

*ხელი გავუწოდე

ქეიჯიმ ადგომა სცადა, მაგრამ ფეხი ეტკინა და ისევ ძირს დაჯდა.

ესტი: ვერ დგება....

თოკო: გაიწიე!

ესტი: რა??

თოკო: გაიწიე მეთქი!

მე გვერდზე გავიწიე. თოკო ქეიჯისთან მივიდა და  ხელში აიყვანა.

თოკო: რას მიყურებთ?! აბა ესე უნდა დაგეტოვებინათ??!! წავედით სანამ ისევ ზომბები დაგვესივნენ! *სერიოზული სახით თქვა თოკომ

ჰიუნჯინი: წავედით!

ჩვენ ყველა სკოლაში დავბრუნდით. თოკომ ქეიჯი მის ოთახში აიყვანა. დანარჩენები კი სუფრის გასაშლელად მესამე სართულზე ავედით. 

ჰეილი: მოდით ვახშამზე!!!

ესტი: თოკო შეგიძლია ქეიჯი მოიყვანო???

თოკო: კი მოვიყვან

ესტი: მადლობააა

თოკო მეორე სართულზე ჩავიდა და ქეიჯის ოთახის კარებზე დააკაკუნა.

ქეიჯი: შემოდიიით

თოკო ოთახში შევიდა და ქეიჯის ადგომაში დაეხმარა. ქეიჯი მას დაეყრდნო და თოკომ მესამე სართულზე აიყვანა. 

Вы достигли последнюю опубликованную часть.

⏰ Недавно обновлено: Apr 25, 2022 ⏰

Добавте эту историю в библиотеку и получите уведомление, когда следующия часть будет доступна!

ბრძოლა სიკვდილთანМесто, где живут истории. Откройте их для себя