-როგორ არ მაქვს ატანა ეგეთი სალხის-ნიტას გუშინდელი ამბავი მოვუყევი, ჩემს ოჯახს და იმათ ლანძღავდა, მერე მე მლანძღა ჩემთან რატო არ მოხვედიო.
-ხო არც მე.
-ისე ანუ ლუკა და შენ?-შეპარვით მითხრა
-რა სისულელეა, უბრალოდ დამეხმარასავით.... ისე მგონი ბოდიში უნდა მოვუხადო
-ვითომ რატომ
-მაგის შეყვარებულმა ცუდად გაიგო, ხო ხვდები
-რატო არ გკიდია.-აუ ისე ელენეს მაგრად ეწყინა-ნიტამ მოწყენილი სახით მითხრა
-რა ეწყინა?
-კარგი რა მილენა, ორი დღეა ჩამოხვედი, არც გინახავს, არც დაგირეკია, მიწერაზე ხო საუბარი არ მაქვს, ის ერთი კვირა ხო არავის ეკონტაქტებოდი, მის ადგილას წარმოიდგინე თავი...მართლა საწყენია.ნიტას სიტყვებზე დავფიქრდი, ნამდვილად ცუდად მოვექეცი ელენეს, უბრალოდ ძალიან აბნეული ვარ.
-ბოდიშს მოვუხდი, ცოტახანში წავალ, წამო შენც თუ გინდა
-აუუ ძაან ბევრი სამეცადინო მაქ
-ოკეი დაიკიდე, კაი წავედი თან მერე ელენეს გავუვლივიდეო ზარი გავთიშე და ლოგინზე გავწექი, მარტო საკუთარ თავზე არ უნდა ვფიქრობდე.
მოვემზადე და ელენეს სახლისკენ წავედი, შორს არ ცხოვრობს ჩემიდან ოთხი ბინის იქით, ხუთ წუთში უკვე მაგის ბინასთან ვარ ხოლმე.
კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამიღებდა.
მალევე კარი დედამისმა გამიღო
-ჰეი მილე როგორ ხარ, სად დაიკარგე-ლიკა დეიდა გადამეხვია.
-ბებოსთან ვიყავი, ეს დღეები
-ელენე ახლახანს გავიდა მაღაზიაში, თუ გინდა შემოდი დაელოდე
-არა, გავალ იქნებ ვნახო თუ რამე ამოვალ ისევ-გავუღიმე და დავემშვიდობეკიბეებს ჩავუყევი და ბინასთან დავსეირნობდი, მალევე დავინახე მაღაზიიდან მომავალი ელენე, მისკენ გავეშურე თვალი ამარიდა.
-შეიძლება დავილაპარაკოთ?-მოწყენილი ხმით ვუთხარი-გთხოოვ
-კარგი, ამას ავიტან დამელოდე-თავი დავუქნიე
YOU ARE READING
Adore You🤍
Fanfiction(დასრულებული) -არ ვიცი...უბრალოდ მნიშვნელოვანია-ჩუმად ვუთხარი. -არ არის საჭირო ეს სიტყვა გითხრა მილე-მომიახლივდა და სახეზე ხელები მომკიდა-შემიძლია ეს უბრალოდ მოქმედებებით დაგიმტკიცო და თუ მაინც და მაინც ასე ძალიან გინდა....-შეყოყმანდა-მაშინ მე შენ ა...