თავს ძალა დავატანე საწოლიდან ავმდგარიყავი, სააბაზანოში შევედი და საკუთარ თავს სარკეში შევხედე.
რა ჯანდაბამ მაიძულა ლუკასთვის ის სიტყვები მეთქვა? ღმერთო საკუთარ თავს ახლა იმაზე უფრო მეტად ვერ ვიტანდი ვიდრე ოდესმე.
ორი კვირაა ლუკას ხმა არ გამიგია, მისი შეხებით არ დავმტკბარვარ და საერთოდ თვალიც კი არ მომიკრია.
ანდრიამ მითხრა ძალიან შეიცვალა, გარეთაც აღარ გამოდის და თან ოჯახთან მგონი პრობლემები აქვსო.
როგორ მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი, დავხმარებოდი თუმცა იმ სიტყვების შემდეგ ამის უფლება დავკარგე...
-მილე-კარი ნოამ შემომიღო-არ გინდა ადგე? ორი კვირაა ოთახიდან არ გამოსულხარ, მალე ბავშვები მოვლენ გთხოოვ-მოვიდა და თავზე მაკოცა
-თავს ცუდად ვგრძნობ, თქვენ გაერთეთ-გვერდი ვიბრუნე და ფანჯარას გავხედე-ის მოდის?
-ვუთხარით მაგრამ არ ვიცი მოვა თუ არა
-შენი აზრით ძალიან ვაწყენინე?-თვალებში შევხედე
-ჩემთვის რომ ეგეთი რამე ეთქვათ უკან მიუხედავად წავიდოდი და მოვშორდებოდი-ფრთხილად მითხრა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გასვლისას თქვა-შენც უნდა გააგრძელო ცხოვრება, ასე წოლითა და თავის ტანჯვით არაფერი შეიცვლება-და კარი გაიხურა.ღრმად ამოვისუნთქე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
როგორც ყოველთვის დღე ჩვეულებრივად გავიდა, ან წიგნს ვკითხულობდი ან ფილმს ვუყურებდი, ან უბრალოდ უაზროდ ვიწექი.
ტუალეტში შესვლა აუტანლად რომ მომინდა ფეხზე წამოვდექი, ოთახიდან ჩუმად გავიძურწე და სააბაზანოში შევედი.
ბავშვების ხმა მესმოდა, ერთობოდნენ, მეც მინდოდა მისვლა მაგრამ ახლა არც იმის თავი მქონდა მათთან ერთად მემხიარულა და არც იმის უბრალოდ მესმინა.
უკვე სააბაზანოს კარს ვხურავდი ჩემამდე ნაცნობმა სურნელმა რომ მოაღწია, ამ სურნელს ათას კაცშიც კი ამოვიცნობდი.
BINABASA MO ANG
Adore You🤍
Fanfiction(დასრულებული) -არ ვიცი...უბრალოდ მნიშვნელოვანია-ჩუმად ვუთხარი. -არ არის საჭირო ეს სიტყვა გითხრა მილე-მომიახლივდა და სახეზე ხელები მომკიდა-შემიძლია ეს უბრალოდ მოქმედებებით დაგიმტკიცო და თუ მაინც და მაინც ასე ძალიან გინდა....-შეყოყმანდა-მაშინ მე შენ ა...