როცა პატარა ვიყავი მინდოდა გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა ვინც გამიგებდა და ყველაფერს გავუზიარებდი~ეს ჩემს ოცნებად იქცა იქამდე სანამ ეს ადამიანი არ ვიპოვე...
ის ჩემი მეორე ნახევარია.
ჰაჰა ალბათ ფიქრობთ რომ ეს მხოლოდ სიტყვებია მაგრამ მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით ის ჩემი მეორე ნახევარია...მე და მას ბევრი,ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან თითქოს ის ჩემი ორეულია...მისი ნათქვამი ეს სიტყვა ,,მიყვარხარ" ეუფორიაში მაგდებს და ვგრძნობ რომ ის ისაა ვისაც ამდენიხანი ვეძებდი.
წლების განმავლობაში განვიცდიდი მეგობრების ნაკლებობას როგორც იტყვიან მე მათთვის ,,მოსაწყენი" ადამიანი ვიყავი...მაგრამ დრო გავიდა და მეც შევიცვალე,ჩემი პიროვნებაც და ხასიათებიც.
მახსოვს როგორ გავიცანი...ეს ყველაფერი ჩემს ტვინში ნათლად ჩაისახა და იქ დარჩა.
ის ისეთი თბილია,საყვარელი და მზრუნველი.
მახსოვს როგორ მითხრა პირველად
,,მიყვარხარ" და აქედან დაიწყო ის გრძნობა რასაც ახლა ვგრნძობ მის მიმართ,ის საოცარი ადამიანია,ის ადამიანია ვინც შავ-თეთრი სამყაროდან გამომიყვანა და დამეხმარა რომ თავი დამეღწია ამ საშინელი გარემოდან.
მისი სურნელი...ის ისეთი ტკბილია~როცა მას პირველად ჩავეხუტე პეპლებმა მოსვენება არ მაღირსეს~შეიძლება ეს ისაა რასაც ხალხი უანგარო სიყვარულს უწოდებს.
ერთადერთია ვისაც ყველაფერს ვანდობ...მან ჩემი გული დაიპყრო,ის გული რომელიც მწარედ დასერილი იყო და მან...მან შეძლო და ჩემს გულს მალამოდ გადაეფინა.
ცხოვრება განსაცდელების და გამოცდების გარეშე არაფერია ამიტომ ეს ყველაფერი მეც გამოვცადე,მისი წყალობით ვარ ახლა ასეთი ძლიერი,ისაა ამყველაფერში მთავარი გმირი რომ მხოლოდ მან იცის როგორ დამამშვიდოს და სწორ გზაზე დამაყენოს.
ამდენი ლოდინის შემდეგ მე ის ვიპოვე,ის ვიპოვე ვინც მჭირდებოდა.
არ ვიცი...არ ვიცი ადამიანი ასე უანგაროდ და უსაზღვროდ როგორ უნდა შეგიყვარდეს მაგრამ მას ეს გამოუვიდა,მან იმდენად შემაყვარა თავი რომ ჩემი ერთი დღე მის გარეშე ცარიელი ფურცელია...ის ადამიანია ვინც ფერებს სძენს ჩემს ცხოვრებას და ალამაზებს!
მზე...მთვარე...და მისი ღიმილი
ჩემი სისუსტეა!
მინდა მასთან სიცოცხლის ბოლომდე დავრჩე და ის გზა რომელსაც ახლა გავდივარ...ხელი ჩავჭიდო და მასთან ერთად გავიარო.
ჭირი იქნება თუ ლხინი მინდა მისი ხელი მჭიდროდ მეჭიროს და არასდროს არ გავუშვა!
ის ჩემი ბედისწერაა!
ცხოვრება მშვენიერია!⭐️მინ მინი⭐️
იმედია მეგეწონებათ...მადლობა წაკითხვისთვის♥️
YOU ARE READING
#ეს ყველაფერი ბედისწერაა
Storie breviიქნება მოკლე ვანშოთი ორ გოგონაზე რომლებმაც ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნეს და საუკეთესო მეგობრები გახდნენ...იმედია მოგეწონებათ #მინმინ