24

967 117 59
                                    

     ჯონგუკი სწრაფად იჭრება მშვიდი სანაპიროს ტალღებში. მზე მიმალულიყო, ირგვილვ სიბნელე ჩამოწოლილიყო, თითქოს ბუნებაც კი ამცნობდა მას, რომ ყველაფერი მორჩა.

     წყალი უყინავს სხეულს, თვალებიდან ცრემლები სცვივა. სხეულს მოძრაობა უჭირს.  სტკივა, სტკივა იმდენად, რომ ვეღაც კი მოძრაობს. დროც მასთან ერთად იყინება. ის მშვიდი სანაპირო გამქრალიყო, ახლა მან ჯოჯოხეთი მოუწყო ჯონგუკს.

     ჯიმინი მკრთალად ხედავს მისკენ მიმავალ უცნობ სხეულს. იცის, იცის რომ ეს მისი ბატონია. იცის რომ იგი ახლა მას გადაარჩენს, იცის რომ მარტო სიკვდილის საშუალებას არ მისცემს, მაგრამ ჯიმინი უფრო და უფრო ათავისუფლებს სხეულს, მას აღარ სურს დაბრუნება. მისთვის უკვე ძალიან გვიანია. ლურჯი ზღვა, სითეთრემ, შემდეგ კი სიბნელემ ჩაანაცვლა.

      თვალები უნებურად მინაბა, უკანასკნელად ამოისუნთქა გაჭირვებით.  წყალმა მის სხეულშიც შეიჭრა,  მისი გონება ითიშება, გული ფეთქვას წყვეტს, ფილტვები ითიშება. სუნთქვას ვეღარ ახერხებს.  ჯიმინი კვდება, ჯონგუკის გარეშე კვდება.

      მაგრამ არ წუხს... აღარ წუხს, რადგან მისი მიზანიც ეს იყო.

     უფროსი ძალღონეს იკრებს, მთელი ძალით ისუნთქავს ჰაერს და წყლაში ყვინთავს. 

,, ვხედავ, მე მას ვხედავ" გასძახის შიგნიდან რაღაც ხმა ჯონგუკს. 

     ჯონგუკი მთელი სიმძაფრით აღიქვამს მოვლენას, მაგრამ ახლა მხოლოდ ჯიმინის გადარჩენაზე ფიქრობს. არ აქვს დრო გოდებისთვის.

      ხელ-ფეხს ძლიერად იქნევს. წყალს თითქოს ორად ყოფს და უმცროსისკენ მიმავალ გზას ითავისუფლებს.

      მცროსის სახეს ვერ ხედავს... მხოლოდ სხეულს... სხეულს რომელიც უფრო და უფრო მიიწევს წყლის სიღრმისკენ.

      სხეული ეყინება, იმდენად ძლიერად რომ დანებებას ფიქრობს, ფიქრობს თავადაც  ჩაძიროს საკუთარი თავი. ფიქრობს, რომ მისცეს მისი სხეული ამ დამპალ სანაპიროს... მაგრამ არა! მას აღარ სურს სიკვდილი, განსაკუთრებით ჯიმინის! და თუ მაინც მოხდება ისე, რომ სიკვდილი რომელიმეს მიაკითხავს, იგი მას მხოლოდ მაშინ გაჰყვება, როცა თვალნათლივ იხილავს ჯიმინის მზერას.

ჩემი სათამაშო  Where stories live. Discover now