დასასრული.

1.4K 106 176
                                    

ის დღე მოსაწყენი იყო, ჯიმინისთვის. შუადღისას კვლავ აივანს მიაშურა და ტელეფონში ძრომიალი დაიწყო. ახლა დრო ჰქონდა, ფიქრისთვის. შეეძლო აქედან წასულიყო, გაქცეოდა ყველაფერს. მაგრამ დარჩება, ის ჯონგუკთან ერთად გაექცევა ყოველივეს რაც ანადგურებს, თუნდაც მთავარი მიზეზი ამაში უფროსი იყოს.

ჯონგუკს მისწერა, შემდეგ ტელეფონი იქვე დატოვა. მალევე საპასუხო შეტყობინება მოუვიდა სადაც უფროსი ამცნობდა, რომ ბილეთები უკვე იყიდა. 2 დღეში კი კორეას დატოვებენ. სამუდამოდ. გულში უცნაურმა გრძნობამ გაუელვა.

გაუხარდა, მაგრამ ისევ ფიქრების ზღვამ წალეკა. ჯინი? მშობლები? მეგობრები? რა მოხდება? მათთვის ჯერ ისიც კი არ უთქვამს, რომ ყველაფერი იცის, რომ აღარ სურს ყალბი ოჯახი, ყალბი სამეგობრო და ყალბი ბიძა ჰყავდეს.

არადა ეგონა დედები არ იტყუებოდნენ, ფიქრობდა დედა იყო ადამიანი ვინც ყოველთვის სიმართლეს ეტყოდა. თუმცა ვინ გაამხელს ამხელა საიდუმლოს?

ყველაფერი ჯონგუკმა წამოიწყო, მაგრამ მასთან ერთად აპირებს ახალი ცხოვრების დაწყებას. ჯონგუკს თუ აპატია, მშობლებმა რა დააშავეს? ჯინმა რა დააშავა? ფიქრები, ფიქრები. არ შორდებიან ჯიმინს. რაც არ უნდა იფიქროს, პასუხებს ვერ პოულობს კითხვებზე.

ამასობაში ჯონგუკი კომპანიაში, თავის კაბინეტში ზის, რომელსაც მალე სხვას საკუთარი ხელით გადასცემს. ნერვიულობს. ჯიმინი თითქმის უკაცრიელ ადგილას მარტო დატოვა, არ სურს დააგვიანდეს. არ სურს უმცროსმა შიში იგრძნოს, მარტოობის. ისეთივე შიში რომელსაც ჯონგუკი ყოველ დღე გრძნობდა.

წამოდგა და გარეთ გავიდა. ეზოში სეირნობისას მომუშავე პერსონალი ისე უყურებს მას, როგორც გარეულ ცხოველს, რომელიც სხვის ტერიტორიაზე შეიპარება. ეს თავად გაიფიქრა და მისივე ფიქრმა გული დაუმძიმა. ვერ ხვდება, ასე ძლიერ როდის დააფრთხო ხალხი, მაგრამ არაუშავს. მისთვის ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემი სათამაშო  Where stories live. Discover now