- მშვიდობით ნამჯუნ... - იღიმის და ტრიალდება, მის წინ კი ნაცნობი სხეული ესვეტება.
- რატომ მემშვიდობები?
- არადა მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე... - გზა განაგრძო მან.
- ჯინ, მოდი... ცოტა ვილაპარაკოთ! - მკაცრად ამბობს იგი.
- მეჩვენება კიდეც... - იცინის ჯინი და ისევ აგრძელებს გზას.
- შენთან ლაპარაკი მინდა! - მკაფიოდ დაიძახა მან და ჯინიც ადგილზე გაშეშდა.
- მინდა რომ გელაპარაკო... მჭირდება შენთან საუბარი, თუნდაც უკანასკნელად! - ძლიერად სჭიდებს ჯინს ხელს ხელზე და უცნობი ადგილისაკენ მიაქანებს.
ზოგჯერ კარგია განიცადო ტკივილი, რომელიც გასწავლის, როგორ არ უნდა მოიქცე შემდეგ ჯერზე!
ჯონგუკი ჯიმინის სხეულს ხელში იტაცებს ფაქიზად და სახლისკენ მიჰყავს.
ჯიმინი ხელებს კისერზე ხვევს უფროსს.
ფრთხილად აიარა კიბეები და ოთახში, საწოლზე დააჯინა ბიჭი, თავად კი სააბაზანოში შევიდა.ყველაფერი მტკივნეულია ჯიმინისთვის. ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი თვალის გახელა, ყოველი ცრემლი.
მალე სააბაზანოდან ჯონგუკი გამოდის, ბიჭს დაუკითხავად წევს ხელში და სააბაზანოსკენ მიჰყავს.
- თავად მივხედავ ჩემს თავს.
- არ დაგტოვებ!
- წადი!
- არ წავალ. ჩემი გაგდებაც რომ მოისურვო, მაინც არ წავალ! რამდენადაც ეცდები ჩემგან თავის დაღწევას, იმდენად ძლიერად ჩაგკიდებ ხელს! ახლა კი დამშვიდდი, მოდუნდი, ჯაკუზში ჩაწექი და მიეცი სხეულს საშუალება დაისვენოს!
- არ მინდა რომ ჩემთან იყო... - თვალს არიდებს ის.
- ჯიმინ, თვალებში მიყურე... - მუდარით ამბობს ჯონგუკი. უმცროსს მისკენ ატრიალებს, ხელში წევს და ჯაკუზში, მის მოპირდაპირედ სვამს.
- გთხოვ, მარტო ყოფნა მინდა...
- ყურადღება მოვადუნე და ჩემგან თავის დაღწევა სცადე, სიცოცხლე ემშვიდობებოდი! როგორ ფიქრობ, ოდესმე კიდევ დაგტოვებ? აღარასოდეს!
- ტირილი მინდა... ჯონგუკ, ტირილის გარდა არაფერი შემიძლია... - ამბობს და თვალები ცრემლით ევსება.
- იტირე, მე შენთან ვარ. - უფრო ახლოს იწევა ბიჭისკენ.
ჯიმინი ხვდება, უფროსთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ცხელ წყალს საშუალებას აძლევს მის სხეულს დაეპატრონოს, შეეხოს, განტვირთოს. თან უფროსის შეხებას გრძნობს ფეხის თითებზე. ფაქიზად უმასაჟებს თითებს, შემდეგ ტერფებს და კოჭებს. ჯიმინს სიამოვნებს მისი შეხება.
- ვიცი, გაგეყინა... ვიცი, გსიამოვნებს... - ჩუფჩულებს და ისევ ფაქიზად უმასაჟებს კოჭებს. თავალებით უმცროსს ჭამს, ჯიმინი მის მზერას აიგნორებს.
მალე კოჭებიდან ზემოთ მიასრიალებს ხელებს, მუხლისთავებს თითებით ეფერება, შემდეგ ხელი ბარძაყებისკენ მიაქვს, თუმცა არაფერს აკეთებს, ისეთს რაც ჯიმინს ატკენს. მუხლებზე კოცნას უტოვებს, ჯიმინს საშინლად სიამოვნებს ეს.
- მინდოდა, ძლიერ მინდოდა შენი შეხება აღარ მეგრძნო. მსურდა შენი სითბო მომეშორებინა სხეულიდან. მსურდა შენზე ფიქრები გამექრო, მსურდა ჩემი ცხოვრება გამექრო. აღარ მინდოდა შენი ხილვა, არც შენთან ერთად სიკვდილი მსურდა. გიყურებდი , როგორ იწექი უდარდელად ქვიშაზე. ვიფიქრე: ,,საუკეთესო მომენტია", და გავცურე. ისე შორს გავცურე, რომ შენ ვერ მოსულიყავი, იმდენად ძლიერად მივიწევდი წყლის სიღრმისკენ, რომ შენ ვერ დამწეოდი... მაგრამ ახლა აქ ვარ. - მოულოდნელად იწყებს საუბარს ჯიმინი, უფროსი კი უხმოდ უსმენს.
- ირონიაა - აგრძელებს ის - შენი შეხება კვლავ ვიგრძენი, მგონი მას ჯერ კიდევ წყალში ვგრძნობდი. შენს სითბოს ვგრძნობდი გაყინულ სხეულზე, იმ წამსვე შენზე დავიწყე ფიქრი. შენ გადამრჩინე. პირველად ცა დავინახე, შემეშინდა... ხელებით შენ გეძებდი, მერე შენც შემეხე... გთხოვე ჩამხუტებოდი, ძლიერად ჩამხუტებოდი... - კისერს უკან აგდებს და ცერა და საჩვენებელ თითებს თვალებზე იჭერს, ცრემლებს აკავებს თითქოს.
YOU ARE READING
ჩემი სათამაშო
Fanfiction[TOXIC] [JIKOOK] {გაფრთხილება! თუ არ გაქვთ იმუნიტეტი: ●ძალადობაზე ●შიფზე არ წაიკითხოთ! } ჯონგუკი შექმნის ადამიანის ცხოვრებას, დაივიწყებს მას, შემდეგ კი გაანადგურებს. თინეიჯერობის დროს დაშვებული ,, შეცდომა ", რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება. (დას...