IV

73 20 0
                                    

ჰარი ლუის სახლში მიდის.
თვალები წითელი, სახე კი ფერმკრთალი აქვს.
ტუჩების გარშემო ზოლი გაულურჯდა.

ჰარი კარზე აკაკუნებს, კარს ოტისი, ლუის მსახური აღებს.

ჰარი კაცს ხელს კიდებს, უკან სწევს და ელვისებურად მიიწევს სახლის შიგნით.

რომელიღაც ოთახიდან ვიოლინოს საამური ჰანგები ისმის.

სიმღერა საკმაოდ სევდიანია. ჰარის კი გული კიდევ უფრო ეკუმშება.

ხმას მიჰყვება და კარს ხელის კვრით აღებს.

ლუი დამფრთხალი სწევს თავს და ჰარის ცრემლიანი თვალებით უყურებს.

"რატომ?" ჰარი წყნარად კითხულობს.

"რ-რა?" ლუის ენა ებმევა.

"რატომ?" ჰარი სახეში უყვირის.

ლუის ცრემლები ჩამოსდის ღაწვებზე.

ტუჩებს კუმავს და ლურჯ თვალებს ჰარის აგებებს.

"რატომ?" კვლავ იმეორებს ჰარი.

ლუი სდუმს, ვერაფერს აკეთებს, ახლა ის ცვილის უსარგებლო ფიგურას ემსგავსება.

"რატომ?"

"რატომ?"

"რატომ?"

"რატომ?"

ჰარი ლუის პერანგში ებღაუჭება და შეშლილის სახით უმერეობს ერთი და იმავეს.

"მიყვარხარ, ჰარი." ლუი თავს დაბლა აგდებს.

"რატომ?"

ჰარის ხმა უკანკალდება.

"რატომ?" ახლა ისიც ტირის.

ხელები უმსუბუქდება და ლუის პერანგს თითებს აშორებს.

ლუი ჰარის თავს მკერდზე ადებს, ჰარი კი ინერციით უკან მიდის და იატაკზე ვარდება.

"მაპატიე ჰარი..." ლუი ამბობს და ჰარის ხელებს ლოყებზე ხვევს.

"მიყვარხარ, ჰარი." ის იმეორებს და ჰარი უარესად ტირის.

ლუი თვალებს ახამხამებს და ჰარის კოცნის.

ბაგე ტკბილი, როგორც მწიფე არატმი. კოცნა მწარე, როგორც ტანჯვა.

ცრემლები...

ტკივილი...

ლუი ცილდება ჰარის და ხელს კრავს.

"წადი ჰარი!"

"გინდა, რომ წავიდე?"

"მინდა, რომ გაქრე! მინდა წახვიდე! მინდა აღარასდროს გნახო! მინდა აღარასდროს იარსებო! წადი ჰარი!" ლუის თვალები უსისხლიანდება.

ახლა ის მხეცს გავს.

ჰარი ხელს გულზე იდებს და გაფართოებული თვალებით უკან იხევს.

"ოტის, კარეტა გაამზადე." ლუი მსახურს ხელჯოხს ართმევს და პალტოს ტანზე ისხავს.

"სად მივდივართ, სერ?"

"შორს."

fallen boy (conpleted)Where stories live. Discover now