3. მიჩის ჩამოსვლა

170 19 0
                                    

ჰოიონის POV:
იმ შეხვედრიდან 1 სრული კვირა გავიდა. ჰიუნჯინი თავიდან ვერ იგდებდა იმ ფაქტს რომ მას ორეული ჰყავს, თუმცა ნელ ნელა ივიწყებს და ეგუება იმას რომ ერთადერთი არ არის. მე 2 თვეში ისევ ავსტრალიაში უნდა დავბრუნდე, ძალიან მინდა გართობა მოვასწრო. ჩანის და ჰანა და ფელიქსის და ოლივიაც აქ არის, ასევე დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩოი მიჩი ჩამოდის ავსტრალიიდან, იის ჩოი იენჯუნის პატარა დაა. აეროპორტში უნდა დავხდე ჩემს ძმასთან ერთად, ჰიუნჯინს ის ბავშვობიდან მოსწონს, მიჩისაც მოსწონს ის მაგრამ ეს მხოლოდ მე ვიცი, ისინი ერთმანეთს სიყვარულში არ უტყდებიან, თუმცა ავსტრალიაში ჩემს თავს დავპირდი რომ ამ წელს ისინი შეყვარებულები უნდა გახდნენ. თუმცაა... შედარებით რთული იქნება იმიტომ რომ აქ, სეულში ჰიუნჯინის მსგავსი ბიჭი დაიარება, მეშინია რომ როდესაც მიჩი ჰიუნჯინის შეყვარებული გახდება, ქუჩაში სემს დაინახავს და აკოცებს, მერე კი იცით რაც მოხდება, მაგრამ ალბათ ჰიუ აპატიებს იმიტომ რომ სემი მისი ასლია. ყველაზე რთული ის არის რომ საიდუმლო უნდა შევინახო, მე ეს შემიძლია მაგრამ მეც ადქმიანი ვარ, იქნებ წამომცდა (?) მერე სად მივდივარ??

10:00 ~ სეულის აეროპორტში:
ეხლა მიჩის თვითმფრინავის დაფრენას ველოდები ჰიუნჯინთან ერთად.
ჰიუნჯინი: თავიდან არ ამომდის ის ფაქტი რომ ჩემნაირი გარეგნობის ადამიანი კიდევ არსებობს. გული მწყდება.
ჰოიონი: არაუშავს, მერე რა.
ჰიუნჯინი: შენ არ გესმის! მე..... უნდა... ვიყო.... ერთადერთი!
ჰოიონი: ტყუპის ცალი რომ გყოლოდა მერე რას იზამდი?
ჰიუნჯინი: რა?!
*ჯანდაბა, აი ხო ვთქვი წამომცდება თქო*
ჰოიონი: არ..არაფერი, უბრალოდ ვიკითხე. რას იზამდი თუ ტყუპის ცალი გეყოლებოდა, მერე ხომ ერთადერთი არ იქნებოდი.
ჰიუნჯინი: იმ ტყუპის ცალს მოვკლავდი და მე ერთადერთი ვიქნებოდი.
ჰოიონი: კარგი, არაჩვეულებრივია.
ჰიუნჯინი: ეეე! მოვიდაა
ჰოიონი: ვინ მო-
ჰიუნჯინი: მიჩი მიჩი მიჩი, ჩამოვიდა, წამოდი დავხვდეთ.
ჰოიონი: ჯანდაბა, როდის უნდა უთხრა რომ სქკუთარ თავზე მეტად გიყვარს?
ჰიუნჯინი: *ჩახველება* უკაცრავად? როდის მერე ვთქვი რომ ვინმე საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა?
ჰოიონი: ბოდიში.. მოდი იქნებ წავიდეთ და შენს შეყვარებულს გამოვართვათ მისი 5 ტონიანი ბარგი.
ჰიუნჯინი: მას რა, ძმა არ ყავს?
ჰოიონი: მოკეტე და წამოდი, თორემ არ დაგეხმარები რომ მისი შეყვარებული გახდე.
ჰიუნჯინი: ერთი წამით, მე თუ მისი შეყვარებული ვიქნები, მისი ბარგები მე უნდა ვათრიო? სულ?
ჰოიონი: დაახლოებით.
ჰიუნჯინი: უარს ვამბობ
ჰოიონი: წამოდ-
მიჩი: ჰოიოოონნნ!! *ჩემსკენ მოირბინა და ჩამეხუტა, მეც ჩავეხუტე*
იენჯუნი: ჰიუნჯინ, როგორ ხარ?
ჰიუნჯინი: კარგად, შენ.
იენჯუნი: მეც, აქაურობა მომენატრა...
მიჩის ბარგი ძალიან მძიმეა, ხელები მომტყდა
ჰიუნჯინი: გამოგართმევ, შენიც გეყოფა.
მიჩი: ჰიუნჯინ, როგორ ხარ?
ჰოიონი: სიყვარული ტანჯა-
*უცებ ჰიუნჯინმა ტუჩებზე ხელი ამაფარა და განაგრძო საუბარი*
ჰიუნჯინი: კარგად, შენ როგორ ხარ.
მიჩი: მეც კარგად, უი ხო.. რადგანაც დღეს ჩამოვედი, მინდა წვეულება გავმართო, ხომ მოხვალთ?
ჰიუნჯინი/ჰოიონი: კიი
ჰოიონი: იენჯუნ, ბოემგუ ისევ გაწვალებს?
იენჯუნი: კი! მაგ ბავშვს თავს მოვაწყვიტავ. სულ რაღაცეებს მიწყობს, ნერვების ჭიაა.
ჰოიონი: ჰოდა მოემზადე, ავსტრალიიდან ისიც ჩამოვიდა, დაახლოებით 3 დღის წინ.
იენჯუნი: *ჩანთა დააგდო და გაშეშდა*  რააა?!! მე მეგონა თავს ავარიდებდი. ჯანდაბა, მე ისევ ავსტრალიაში მივდივარ.
მიჩი: იენჯუნ, აიღე ჩანთები. ის ჩვენი ძმაა. *ბოემგუ და მიჩი ტყუპები არიან, ორივე იენჯუნის ნერვების ჭიები არიან. უფრო მეტად ბოემგუ*

ტყუპის ცალი/twin  {დასრულებული}Where stories live. Discover now