12.

129 18 9
                                    

1 კვირის შემდეგ:
ავტორის pov:
1 კვირის წინ, ჩოს და გოკდუს ქორწილის დროს საშინელება მოხდა.. ჩოს გული წაუვიდა, მაგრამ ეს უბრალოდ გულის წასვლა არ ყოფილა, მას კიბო ჰქონდა, თანაც გართულებული სახის. ეს ყველაფერი მხოლოდა მხოლოდ გოკდუმ იცოდა. ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა.. რა მოუვიდა ჩოს? ის ქორწილიდან მესამე დღეს..გარდაიცვალა. სამწუხაროდ ასე მოხდა. ყველაზე მეტად გული ეტკინა ჰიუნჯინს, სემს, ჰოიონს და გოკდუს. სემს იმედები გაუცრუვდა. მას 22 წლის განმავლიბაშო დედა არ უნახავს, 1 წლის წინ გაიცნო და რამდენიმე დღის წინ სამუდამოდ დაკარგა.

დღეს ჩოს დასაფლავებაა.
ჰიუნჯინის pov:
5 დღის წინ დედა გარდამეცვალა.. ჯერაც ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს. არასოდეს არ ვიცოდი თუ მას კიბო ჰქონდა. ვერც წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს. ყველა გულგატეხილია, არ მინდა რომ დედაჩემი წავიდეს, არ მინდა მისი ბოლოჯერ ნახვა. სემი  ყველაზე მეტად მეცოდება. მას არასდროს არ უნახავს დედა, არასოდეს არ ჩახუტებია მას. არ უჭამია მისი მომზადებული საჭმელი. მას სურდა მთელ ოჯახს, ერთად დაგვეწერა ახალი ისტორია, მაგრამ.. ეს საშინელი რამ მოხდა. ჰოიონი სულ ტირის, არაფერს არ ჭამს, არავის არ ცემს პასუხს. როდესაც ექიმმა გვითხრა რომ დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა ჰოიონს გულზე წაუვიდა, სემი 2 დღე ვერ ლაპარაკობდა შოკისგან. თითქმის ორივე დედმამისშვილიც დავკარგე. მხოლოდ მე არ მომსვლია მსგავსი რამ, თუმცა გული გამიტყდა. არავის ნახვა არ მსურდა, მაგრამ მერე ვიფიქრე: იქნებ დედა განაწყენდებოდა ასე თუ ვიქნებოდი და ჩემს და-ძმას მარტო დავტოვებდი ამხელა ტრაგედიის შემდეგ. ხოდა გადავწყვიტე არ ჩავკეტილიყავი. დედას დავპირდი რომ მათ არ მივატოვებ რაც არ უნდა მოხდეს.

ჰოიონი: ჰიუ..ჰიუნჯინ?
ჰიუნჯინი: რამოხდა?
ჰოიონი: არაფერ..უბრალოდ გაშეშებული რომ იყავი ვიფიქრე რამე ხომ არ მოუვიდა თქო
ჰიუნჯინი: არა..არაფერი მჭირს. შენ? შენ ხომ კარგად ხარ?
ჰოიონი: კი! გადავწყვიტე რომ აღარ ვიდარდო ასე ძალიან. ასე დედას გულს ვატკენ.
სემი: წამოდით, უკვე ვიწყებთ.
ჰოიონი: ......კარგი. *ჰოიონმა ამოისუნთქა და წავედით*
......

ტყუპის ცალი/twin  {დასრულებული}Where stories live. Discover now