რატომ ვამბობთ საკუთარ მეზე უარს საყვარელი ადამიანის გამო?
ან როგორ უნდა გიყვარდეს ისე ვინმე, რომ შენს ოცნებებზე უარი თქვა?
ან რატომ უნდა შეგიყვარდეს საერთოდ.
პირადად ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი შეცდომები მარტო უტვინო ან შეყვარებულ ადამიანს მოსდის.მე ორივე გამოვდექი!
უტვინო და სიყვარულისგან დაბრმავებული გოგო, რომელმაც ბიჭს თვალდახუჭული ენდო და ამან მწარე გაკვეთილიც ასწავლა.ეს ყველაფერი 2018 წელს დაიწყო და 2020 წელის 20 მაისს, ჩვენს ბოლო ზარზე დამთავრდა.
ნუუ, ჩემი არზით დამთავრდა.
ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი.01.06.2019
პარასკევი დღე გათენდა.
როგორც წესი დღეს სკოლა მაქვს.
ეს ამბავი კი დიდად არ მსიამოვნებს, რადგან ბავშვთა დაცვის დღეზე რატომ უნდა იყოს სკოლა?! ან მარტო 12 წლამდე ბავშვებისთვის რატომ უნდა იყოს უფასო შოკოლადები დაშვებული?..მზის სხივები მაღვიძებს ზუსტად ექვს საათზე, რადგან ძილის წინ ფარდების გადაწევა დამავიწყდა.
ვღიზიანდები.
როდესაც მაღვიზებენ ძილის შებრუნება არ გამომდის.
თუ დაახლოებით რვა საათი არ მძინავს მთელი დილა ზომბივით დავეხეტები, ვერც გაკვეთილებს ვუსმენ, და ვერც ჩაშავებულ თვალებს ვუხერხებ ვერაფერს.ფეხისთრევით გავდივარ სამზარეულოში და ვცდილობ წყლისთვის ჭიქა მოვძებნო.
სახლი ფაქტკურად მკვდარია.
გეგონება ჩემს გარდა აქ არავინ ცხოვრობს.გარედან ყვირილის ხმა შემომესმა.
გადავიხედე და ვხედავ თუ როგორ ეჩხუბება საშუალო ხნის სათვალიანი ქალი ორ ზორბა კაცს.
"ალბათ ახალი მეზობელია." ჩავილაპარაკე და კვერცხის მოსახარშად წყალი დავადგი.დაახლოებით ორი საათი ამ ქალის კივილს მიჰქონდა მტელი ქუჩა.
ვერა და ვერ გაჩერდა!
ფაცუნა ბებოსთანაც კი მოასწრო ჩხუბი.
![](https://img.wattpad.com/cover/312275129-288-k37455.jpg)