-ძალიან მომენატრე, იცი?- ვუთხარი ჩემს ქვემოთ მოქცეულ თორნიკეს და კიდევ ერთხელ ვაკოცე,- მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამავიწყდა.-კარგი რა თეა, ნუ ართულებ ყველაფერს- ამოიოხრა და მომშორდა.
-გინდა, ჩაის გაგიკეთებ- შემომთავაზა მე კი უარი არ ვუთხარი.
-შევალ გადავივლებ- გავძახე და ხალათს დავავლე ხელი.
როდესაც საშხაპედან გამოვედი სარკესთან თორნიკე შევნიშნე, რომელიც ალმაცერად მიყურებდა.
-ჩაი გაცივდა- ეს მითხრა და გავიდა.
"ამის სათქმელად შემობრძანდა აქ?"
გავიფიქრე და იქაურობა დავტოვე.-სანამ აქ არ ვიყავი რას აკეთებდი?-უეცრად დამისვა ეს კითხვა.
-რაში გაინტერესებს? დაგერეკა და მოგეკითხე თუ ასე ძაან გაინტერესებდი.
ჩაიცინა- იცი, ძალიან მაბრაზებ- მომოახლოვდა და სველი თმა ყურს უკან გადამიწია და იქვე კოცნა დამიტოვა.- მაგრამ ეს უფრო მიზიდავს.
მან წელზე ხელი მომხვია და მისკენ უფრო მიმიზიდა.- ბოდიში, რომ მარტო დაგტოვე ამდენი ხანი, მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება.- ამ სიტყვებზე ცრემლები ძლივს შევიკავე.
თან აქეთ ბრაზი მახრჩობდა.-არ მჯერა შენი!- დავუყვირე- შენ მე დამტოვე! და იცი შენს გამო რამდენი რამ გამოვიარე?- ხმის კანკალით ვკითხე- მთელი ორი წელი ფსიქოლოგებთან მატარებდნენ. ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და ყველაფერი რაც კი ოდესმე გამაჩნდა დავკარგე. ყველაფრის დატოვება მომიწია. ახლა კი მოდიხარ ვითომც არაფერი მომხადაო და ამას მეუბნები.- როდესაც ეს ვუთხარი, თითწოს გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა.
ყველაფერი რასაც ამ დროის განმავლობაში ჩემს გულში ძლიერ ვლექავდი ახლა აღმოვთქვი და თითქოს ამით ჩემი თავი ორ წლიანი ტანჯვისგან განვათავისუფლე.თორნიკე-კი შოკში იყო. თვალსაც ვერ მისწორებდა.
მეტი არაფერი მითქვამს. უბრალოდ ჩემს ოთახში შევედი და წამლების ყუთს დავუწყე მოძებნა.
დამიგვიანდა დღეს დალევა და აი, იმოქმედა კიდეც!უკვე ხუთი წუთია ამ ყუთს ვეძებ, მაგრამ ვერსად ვნახე.
ცოტაც და პანიკირი შეტევა დამეწყევოდა, რომ არა თორნიკეს ხმა.-თეა, შეგიძლია კარები გამიღო?
მინდოდა მეპასუხა, მაგრამ ლაპარაკის ძალაც კი არ მქონდა.
უკვე ფეხებსაც ვეღარ ვგრძნობდი.და როდესაც კარებისკენ წავედი თავბრუ დამეხვა და ჩავიკეცე.
-თორნიკე- კანკალმა ამიტანა- გთხოვ დამეხმარე.
-თეა რა ხდება? რამე გჭირს პატარავ?- ვეღარაფერი ვუპასუხე, რადგან თვალთ დამიბნელდა და ბოლოს რაც შევამჩნიე თორნიკეს შეშინებული სახე იყო.
ავტორია P O V
თორნიკე როგორც კი ოთახში შევიდა და გულწასული თეა დაინახა კინაღამ იქვე დალია სული.
რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა კარებთან და სიტუაციის გააზრებას ცდილობდა.
შემდეგ გოგოს მიუახლოვდა და მისი სხეული ხელებს შორის მოიქცია.
იმდენად დაბმეული და თან შეშინებული იყო, ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.-თეა, გთხოვ გონზე მოდი- ხმა ჩახრეწილი ემოდარებოდა.
ბოლოს გაიაზრა, რომ საავადმყოფოში უნდა წაეყვანა. მისი სხეული ხელში აიყვანა და სწრაფად ჩავიდა მანქანასთან.
როდესაც საავადმყოფოში მივიდნენ თორნიკემ ერთი ამბავი დაატრიალა.
-შეგიძლიათ დამეხმაროთ- ყვიროდა საავადმყოფოს ცენტრში,- მას გული წაუვიდა!
ექთნებმა საკაცე როდესაც მოყვანეს ბიჭმა სხეული მასზე მოათავსა.
თვითონ კი იქვე ახლოს მდებარე სკამზე დაჯდა და ხელები თავზე შემოიწყო.