რამდენიმე დღე ისე გავიდა გოგონასთვის თითქოს საუკუნეები გასულიყო, თუმცა მალე გავიდა, ტკივილმა გაიყვანა დრო სწრაფად. ბოლო დროს ტკივილს ვეღარც გრძნობდა ან უბრალოდ აღარ უსმენდა, რომც მოესმინა რა? ვერ ამშვიდებდა, ვერ უგებდა და ვერც ანუგეშებდა. უბრალოდ ტკივილი თავისთვის იყო და ტკიოდა, გოგონა თავისთვის უყურებდა ამ ტკივილს. სულ ეს იყო...
უცნაური დღე იყო, თან მზე აცხუნებდა და თან წვიმდა დროგამოშვებით. ერთ შენობას რომ ჩაუვლიდი მზე თვალს ჩაგიკრავდა, მეორე შენობასთან ცა ისეთ ნაღველს დაგაყრიდა თავზე თითქოს შენზე ჯავრს იყრისო. მგზავრებიც დაიღალნენ, ხან ქოლგის გაშლითა და ხან დახურვით. გოგონა კიდევ უშიშრად მიაბიჯებდა შენობებში, მაგრამ დღეს ამ ცის ჯავრს კიდევ თვისი სხეულის ჯავრიც ემატებოდა. ისე ბრაზდებოდა და ტკიოდა, როგორც არასდროს. ნახევარი სხეული მარტო კიბეებზე ასვლისას დატოვა.
მასწავლებლის სადარბაზოს მიადგა თუ არა ლამაზად შეახსენა თავი ტკივილმა, და როგორც ყოველთვის გოგონა უყურებდა, მერე კიბეებზე სვლა დაიწყო... სულს ღაფავდა, წინ მიდიოდა და თან სხეული უკან რჩებოდა, ტირილამდე ებრძოდა ტკივილს, ცრემლებს კიდევ არ აძლევდა გადმოჩქეფის საშუალებას. ყველაფერი ტრიალებს. მაგიდასთან 8 ბავშვი იჯდა, მაგრამ გოგონა ვერცერთს ხედავდა, მხოლოდ ტკივილს უყურებდა, ის კიდე აწამებდა და რაღაც მომენტში გაეცინა კიდეც. ყელში გორგალი ეჩხირებოდა გოგონას.
-არა, მაინც არ დავნებდები, ჯერ კიდევ მაქვს ბედნიერების დრო...სადარბაზოდან გამოსვლისას ისევ ისე ებრძოდა ტკივილს გოგონა, ის კიდევ იცინოდა, ამჯერად ხმამაღლა და მკაფიოდ ისე, რომ გოგონასაც არ ეპარებოდა ეჭვი მის დამცინავ ტონში.
ჰორიზონტზე ერთი შავი სვეტი გამოჩნდა. ისევ შავებში იყო, შავი მოკლემკლავიანი მაისური, შავი შარვალი, სათვალეები და ამჯერად პირბადე აღარ ეკეთა.
გოგონას სხეულში ტკივილმა შეწყვიტა სიცილი და უფრო მწარედ დააჭირა.
-გამარჯობა- უხერხულად მიესალმა შავი სილუეტი.
YOU ARE READING
ტელეფონის თაობა
Romance... -გინდა?- და საწუწნი კანფეტი გაუწოდა თან თვალებით უცინოდა. გოგონამ ამ დროის განმავლობაში პირველად შეხედა ბიჭის თვალებს. უცხო ნაკვთები ჰქონდა, უჩვეულოდ ლამაზი თვალის ჭრილი, ღიმილის დროს სრულიად არ ირკალებოდა და თვალის რაღაც ნაწილი მაინც ჩანდა. მერ...