მანქანამ პატარა უბანში შეუხვია, მაღაზიასთან გააჩერა, რომლის წინაც ქუჩის მხოლოდ პატარა მონაკვეთი ანათებდა. მამაკაცი გადმოვიდა. სიბნელეში ვერც შეამჩნევდით, მხოლოდ მაღალ ჩრდილს დაინახავდით. სულ შავებში გამოწყობილიყო. მაღაზიის წინ, იმ განათებულ ადგილს მიუახლოვდა და ახლა ნათლად გამოჩნდა... მხოლოდ მისი შავი სამოსი, დიდი ქურთუკი, რომელიც მუხლებამდე წვდებოდა, შავი პირბადე, შავი ქუდი, იქედან მხოლოდ თვალები უჩანდა ისიც თმებით ჰქონდა დაფარული. ქუდიდან კულულები იჭყიტებოდნენ და თვალებს ეფარებოდნენ. მაღაზიის შესასვლელთან დათოვლილი „ბათინკები" დაიბერტყა, რამდენჯერმე დააბრახუნა ფეხები და შიგნით შევიდა. რამდენიმე წამში პატარა ცელოფნით ხელში გარეთ გაჩნდა, აუჩქარებლად გადაიარა თოვლის პატარა გორები ტროტუართან რომ მიეყარათ ქუჩის გაწმენდისას და მანქანაში ჩაჯდა.
მარტია. წარმოგიდგენიათ? მარტში თოვდა და ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდა. ახლა ყვავილები უნდა ყიოდნენ, ყოველი თვალის დახამხამებაზე რაღაც ჭრელი უნდა გიშლიდეს ნერვებს, გაწუხებდეს ფერები, გაღიზიანებდეს ისე, რომ გარეთ გამოსვლაც კი სასიამოვნო იყოს ასეთი გაღიზიანებით. ახლა კიდევ მატრია და თოვს. გარეთ გამოსვლა მართლა აღიზიანებს სითბოს მოყვარულებს. წვიმა, თოვლი და ქარი ერთდროულად ზედმეტია ერთი ადამიანისთვის რომ გაუმკლავდეს. ახლა ღამეა და გაუმართლათ კიდევ გარეთ მყოფთ. მხოლოდ ცივა, ისე რომ შეიძლება ადგილზე მიეყინო თუნდაც ასფალტს, რომელზეც ჯერ კიდევ თოვლია, მარტის ცივი თოვლია შერჩენილი. სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია. ამ სიბნელეში ვინ გაბედავდა ლაპარაკს? შენობებიც კი ერიდებოდნენ ერთმანეთს იქ მცხოვრებნი რომ არ გაეღვიძებინათ და ჩუმად იდგნენ. მანქანა არ იძვროდა. მამაკაცი შიგნით იჯდა და უბრალოდ თოვლს ფოტოებს უღებდა თავის გასართობად. მაღაზიიდან ნაყიდი საწუწნი კანფეტი ტუჩებით მჭიდროდ ეკავა და თან ღიღინებდა. ზარი მალევე შეწყდა და ახლა ქალის ხმაც გაისმა სიბნელეში, უფრო სწორად გოგონას:
YOU ARE READING
ტელეფონის თაობა
Romance... -გინდა?- და საწუწნი კანფეტი გაუწოდა თან თვალებით უცინოდა. გოგონამ ამ დროის განმავლობაში პირველად შეხედა ბიჭის თვალებს. უცხო ნაკვთები ჰქონდა, უჩვეულოდ ლამაზი თვალის ჭრილი, ღიმილის დროს სრულიად არ ირკალებოდა და თვალის რაღაც ნაწილი მაინც ჩანდა. მერ...