Hyunjin pov:
შევდივართ უნიში და ყველა ჩვენ გვიყურებს. ლიქს შევამჩნიე რომ ძალიან ნერვიულობდა და ვკითხე: - ლიქს, გინდა ხელს ჩაგკიდებ და ისე წავიდეთ.
- არა მადლობა ჰიუნ. - მითხრა და თავი გააქანა.
- რატომ?
-მეშინია რომ... რუმორები იქნება.
- არ ინერვიულო მაგაზე, პატარავ!- ვუთხარი და ხელი ჩავკიდე. დირექტორთან მივდივართ რომ ლიქსმა თავისი ცხრილი აიღოს.
*5-10 წუთის შემდეგ
გამოვედით და აღმოჩნდა რომ პირველი გაკვეთილი ერთად გვაქვს.
შევდივართ კლასში და მასწავლებელი ამბობს: - აი, ჩვენი ახალი მოსწავლეც მოსულა, ფელიქს შეგიძლია შენი თავი წარადგინო?- მასწავლებელმა ლიქსს შეხედა და გაუღიმა.
მე ჩემი ადგილისკენ წავედი.
- გამარჯობა, მე ვარ ლი ფელიქსი. ავსტრალიიდან ჩამოვედი. იმედია ვიმეგობრებთ.- თქვა და გაიღიმა.
- იმედია ვიმეგობრებთ- გავიგონე ჩემი უკანა მერხიდან სიცილის ხმა. ისინი ლიქსის აქცენტს დასცინოდნენ.
- კარგი ფელიქს დაიკავე შენი ადგილი ჰიუნჯინის გვერდით.-მასწავლებელმა ლიქსს უთხრა და ჩემს გვერდით ადგილისკენ ანიშნა. ლიქსიც მოვიდა და მითხრა რომ ძალიან მოეწონა აქაურობა.
*გაკვეთილების შემდეგ*
მე და ლიქსი JYPE-ში მივდივართ.
-ჰიონ, ძალიან დავიღალე. მეძინება. - მითხრა და თავი მხარზე დამადო.
- ცოტაც პატარავ და მალე მივალთ.
როგორც იქნა მივედით. ჩვენს ოთახში შევედით და გამოვიცვალეთ . ბიჭებმა გადავწყვიტეთ რომ ერთად გვემეცადინა იქვე ახლო ბიბლიოთეკაში. ჩვენც დავთანხმდით.
* ბიბლიოთეკაში*
- ჰიონ, მეძინება. - მითხრა ლიქსმა და ხელი ხელში ჩამიცურა, მაგრად მომიჭირა და თავი მხარზე დამადო.
- ბიჭებო მე და ლიქსი წავალთ დავიღალეთ. - ვთქვი და ლიქსს წამოდგომაში დავეხმარე, რადგან ფეხზე ძლივს დგებოდა ისე ეძინებოდა.
კარგი- თქვეს ბიჭებმა ერთხმად.-----------------
იმედია კარგი გამოვიდა...
შემდეგ თავს ამ კვირაში დავდებ. მერე დასასვენებლად მივდივარ და 3 კვირა ვერ დავდებ.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!!!💗💗