-ადექი შვილო სკოლაში დაგაგვიანდება.
-აუ მეზარებააა.
-არეუმ დროზე ადექი თორემ პირველივე დღეს დააგვიანებ და ბატონი პაკი გისაყვედურებს.
-არმინდა სკოლაა.
-ადექი მოწესრიგდი და ისაუზმე თორემ მის გარეშე მოგიწევს წასვლა.
-ვდგებიიი, მანამდენ კი ყავა გამზადე რაა.
-კარგი.
ამბობს და ოთახიდან გადის, მეც მალევე ვდგები და მომზადებას ვიწყებ.აქვე მოკლედ ჩავაკვეხებ ჩემს ისტორიასაც
მე კანგ არეუმი იგივე არე, 18წლის და 4 თვის ან ცოტა მეტისიც, ვარ დედისერთა და ვცხოვრობ ქალაქ სეულის ერთ ყველაზე საკაიფო უბანში.
დედასთან ერთად ვცხოვრობ რადგან ჩემი მშობლები განქორწინებულები არიან, ბებიას თქმით, ისინი სულ კამათობდნენ, რადგან არ იყვნენ ისეთი ურთიერთობისათვის მზად, როგორიც ქორწინებაა და ბოლოს იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ შვიდ თვეში გაეყარნენ.
მამასთან კონტაქტი ადრე უფრო მქონდა, თითქმის ყოველდღე მირეკავდა და ვსაუბრობდით. ჩემი ამბით სულ ინტერესდებოდა და ჩემს წუწუნს საათობით უსმენდა ისე, რომ სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
ეხლა კი როგორც ვიცი ძალიან ბევრი საქმე აქვს და ხშირად ვერიცლის, მაგრამ როცა იცლის მაშინვე მირეკავს და ისევ ჩემი წუწუნის ახალ ტალღას ისმენს, როგორც ყველა მშობელი.
Anyways რაც მთავარია მას ვიცნობ და ვიცი რომ მამა მყავს, რომელსაც მართლა ძალიან ვუყვარვარ.
ეხლა კი დავუბრუნდეთ ჩემს დღევანდელ დილას.
40 წუთის შემდეგ.
-არეუუუმ სად ხარ შვილო ამდენ ხანს წასვლის დროა უკვე.
-მოვედი.
-გიხდება ეგ ფორმა და მიდი ისაუზმე შემდეგ კი გავედით.
-არ მშია, მარტო ყავა მინდაა
![](https://img.wattpad.com/cover/317716499-288-k578310.jpg)
YOU ARE READING
Hearts in the wilderness
Fanfiction"Two boys, two different hearts" Redaqtirebis processhiiiiii📢📢📢📢 დავიწყე 22/07/2022 დავასრულე 2/11/2022 რედაქტირება დავიწყე 29/05/2024