ფსოქოპატი

8 1 0
                                    

კაცი თავის ხელებს უყურებს, სისხლიან ხელებს, მთლიანად კანკალებს.
-ეს რა ჩავიდინე?_ჩურჩულებს და სახლიდან გადის, მან ახლახანს ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლა. მანქანაში ჯდება, ტელეფონს იღებს და ნომერს კრიფავს. 9-1-1.
"გისმენთ?"_ისმის ქალის ხმა.
"ვიღაც მოვკალი"_კაცის ხმა შეშინებული იყო.
"უკაცრავად?"
"ვიღაც მოკლა"_გაიმეორა ოდნავ გაბრაზებულმა მეორე ხმამ, რომელიც იგივე ადამიანისგან მოდიოდა.
"თქვენ ამბობთ, რომ ვიღაც მოკალით?"_კაცის მშვიდი ხმა მისამართს ეუბნება და ტელეფონს თიშავს, მანქანას ძრავს, ხელები ისევ სისხლით აქვს დასვრილი.
-რას ვაკეთებ?_კითხულობს მშვიდი ხმა, თუმცა გაბრაზებული და ბოროტი მას ანაცვლებს.
-შენ ეს უნდა გაგეკეთებინა!
-გთხოვ ნუ მაიძულებ ამას_ხმა უკანკალდება, როდესაც დანაშაულის ადგილს საგრძნობლად სცილდება მანქანას ერთ ბნელ ფერმაში აჩერებს და იქიდან გადადის. იკუზება და ხელებს თავზე იწყობს.
-ეს რა გავაკეთე.
-ის გააკეთე, რაც სწორი იყო.
-მათ არაფერი დაუშავებიათ...
-როგორ არა დააშავეს_ეკამათება მეორე ხმა.
-მამა, გეყოფა, წადი აქედან.
-ვერ წავალ!_თავში ხმები ჩაესმოდა, მოგონებები ახსენდებოდა, როგორ აწამებდა მამა მას. ახლაც აწამებდა, ხალხს აკვლევინებდა, მისი თავიდან არ იშლებოდა მამამისის ის შემზარავი ხმა.
მანქანაში იარაღს მოკრა თვალი.
-აიღე!_ეუბნება მეორე ხმა.
-არა, ვერავის მოვკლავ...
-მხდალი ხარ! გითხარი იარაღი აიღე-თქო, ბოლოჯერ ვიმეორებ_იარაღს იღებს, ხმას ვერ ეწინააღმდეგება, მამამისს ვერ შეეწინააღმდეგება. ფერმის უკან სახლისკენ დაიძრა, სისლიანი ხელთათმანები იქვე დააგდო, და სახლში შევიდა. ტელევიზორი იყო ჩართული, სახლი არც ისე დალაგებული იყო, ყველაფერი მიყრილი და ჭუჭყიანი, შიგნით მოხუცი კაცი ზის, ლუდს სვამს და ბოლო ხმაზე იცინის. ის შიგნით შედის და იარაღს უმიზნებს. კაცსაც ხმა უწყდება და ფეხზე დგება.
-არ გაინძრე. მიდი ესროლე_გაბრაზებული და ხმამაღალი ტონით ამბობს ხმა.
-არა არ შემიძლია_თავს აქნევს და იარაღს უშვებს, მაგრამ არა მამამისი ისევ აიძულებს მაღლა ასწიოს, შუბლში უმიზნებს.
-ესროლე!_ისევ უყვრის.
-არა!_იარაღს აგდებს და მირბის, ამ ხმას უნდა გაექცეს. მაგრამ განა შესაძლებელია იმ ხმას გაექცე, რომელიც შენს თავში გამუდმებით ისმის?
მირბის, არ ჩერდება, ხმა ეუბნება გაჩერდეს, მაგრამ არ უსმენს.
-გაჩერდი!_უღრიალა ხმამ, მართალაც გაჩერდა.
-შემეშვი_ცდილობდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო.
-წადი უკან და მოკალი!_არ უჯერებს წინ მიდის მაღლობისკენ.
-არ მიჯერებ არა?_ისევ წინ მიდის, გზა მთავრდება, უკვე იცის რასაც აპირებს, კლდეა, ქვევით დაბალი მდინარე, გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა.
-არ გაბედო!
-დავიღალე შენი ბრძანებებით! ახლა ორივე მოვკვდებით. ვიცი შენით არ წახვალ ამიტომ ორივე მოვკვდებით_ამბობს.
-არა!_ხტება... თავისუფლებას გრძნობს, ყველა ხმა ქრება და წამიც მაინც გრძნობს სიმშვიდეს, თავისუფლებას, მაგრამ ყველაფერს ტკვილი ანაცვლებს, გაუსაძლისი ტკივილი, სისხლი მდინარეს მიყვება. "მე გავიმარჯვე"_ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.

შენც გაიმარჯვებ.
თუ იბრძოლებ.

_____
Vote & Comment.

imagine Where stories live. Discover now