Moon and boy

62 2 0
                                    

მთვარიანი ღამე იყო, ბიჭი კი მთვარის შუქზე პატარა ქუჩაზე მიდიოდა, უეცრად ლამპიონები განათდა, ბიჭს კი გაუკვირდა, რადგან ამ ქუჩაზე ლამპიონები არასოდეს ანათებდნენ, ეს ქუჩა ბნელი ქუჩა იყო, ასე ეძახდა ყველა, ეს ბიჭიც, თან ლამპიონი არ იყო, რაღაც ბურთი იყო, რომელიც ჰაერში ეკიდა და გზაც გაანათა, 'გაყევი' ჩასჩურჩულა ყურში ხმამ. ისიც უსიტყვოდ, დაუფიქრებლად გაყვა ხმას, შემდეგ ნელ-ნელა კიბეები გაჩნდა, ისიც მას აუყვა, ზევით მთვარე ელოდა, სხვანაირად კაშკაშებდა და სწრაფად ბრუნავდა, უკვე ისე ახლოს იყო, ცოტაც და შეეხებოდა, ქვევით არ იხედებოდა, თითქოს დაჰიპნოზებულიყო და არაფერი აინტერესებდა გარდა მთვარისა, ცოტაც და მთვარეს შეეხებოდა, მთავრეზე გოგონა იდგა ყვითლებში გამოწყობილი და ხელი გაუწოდა უნდა შეხებოდა მის ხელს, როდესაც ყველაფერი გამოეცალა და ქვევით ჩავარდა, ღია კოსმოსში. იხრჩობოდა, იგუდებუდა... ამ დროს გამოეღვიძა, შეშინებული წამოხტა და მიიხედ-მოიხედა, ცოტა დამშვიდდა, რადგან მიხვდა ეს უბრალოდ სიზმარი იყო, თუმცა, რაღაც მაინც არ ასვენებდა, სწრაფად ჩაიცვა ფეხზე, შავი მოსაცმელი მოიცვა და გარეთ გავიდა, კაპიშონი წამოიფარა და იმ ქუჩაზე წავიდა, თან იმ გოგონაზე ფიქრობდა. ის ქუჩა იცოდა, სადაც იყო თუმცა 'ბნელი' ქუჩა არ ერქვა და ლამპიონებიც ანათებდნენ ჩვეულებრივ, ამ გზას გაუყვა, მეორე მხრიდან გოგონა მოდიოდა, ყვითლებში გამოწყობილი და ბიჭს არ უყურებდა, თავი ჩახრილი ჰქონდა, ხელები ჯიბეებში ჩაწყობილი, სახეს მისი ლამაზი, ქერა, გრძელი თმები ფარავდა, გვერდი ისე აუარა, როგორც არაფერი, ბიჭი უკან მიბრუნდა და მას მკლავზე შეეხო, უკან მოაბრუნა და ისიც მის სხეულს მოეჯახა, ახლა დაინახა ის, ულამაზესი იყო, ყვითელი ანგელოზი, რომელსაც ფრთები არ ჰქონდა, გოგონა მას უყურებდა გაოცებული და მის მწვანე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-მე შენ სიზმარში გნახე_პირდაპირ უთხრა, გოგონა მას მოშორდა.
-არ ვიცი ვინ ხარ, პირველად გხედავ_მოატყუა მან და ცრემლები ძლივს შეიკავა.
სინამდვილეში ის მისი შეყვარებული იყო, ისინი ავარიაში მოყვნენ, როდესაც რესტორანში მიდიოდნენ პაემანზე, ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. პირველად მაშინ შეხვდნენ, იმ ქუჩაზე, როდესაც მთვარეს უყურებდა გოგონა, ბიჭმაც მას მიბაძა, შემდეგ კი საუბარი გაიმართა მთვარეზე. ავარიის შემდეგ ბიჭს ამნეზია დაემართა, გოგონა კი გადარჩა რადგან უკან იჯდა. ბიჭი კი ხეს შეეჯახა, ყოველდღე სხვადასხვა სიზმარი ესიზმრებოდა, მაგრამ ამ გოგონას ხედავდა, ყოველდღე ახლიდან უყვარდებოდა, ყოველ შეხებაზე სხვანირად უცემდა გული, მაგრამ ის არ ახსოვდა, მასში არაფერი ახსოვდა, გული კი მხოლოდ მის სიყვარულს გრძნობდა. ორი წელია ასე გრძელდება, გოგონა იტანჯება, ბიჭი კი ვერაფერს ხვდება და არაფერს აკეთებს, უბრალოდ ცოცხლობს.

დღეს ორშაბათია, ბიჭს ყველაზე მეტად ეს დღე უყვარდა, რადგან ამ დღეს გოგოს მამა მორიგე იყო და გათენებამდე მასთან რჩებოდა ხოლმე, ერთად ყოფნის დროს კი ხან ლაპარაკში ათენებდნენ, ხან ვნებაში.
ღამის სამი საათია.
ბიჭს ისევ სიზმარი აღვიძებს.
ისევ იმ ადგილას მიდის, გოგონაც ისევ იქ არის.
ბიჭს ხედავს და ისევ ისე მოდის, როგორც ყოველთვის.
გვერდით ჩაუვლის, ბიჭი მაჯაში ხელს ავლებს და მის სხეულზე აკრავს, დღეს ნახევარ მთვარეა, გოგონა ნერვიულობს, რადგან რამე პატარა განსხვავებაც კი მას ზიანს მოუტანს, ბოლო ორი წელია განსხვავებული იმ დღის შემდეგ ხუთი რამ მოხდა, ყოველ ჯერზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს კი ბიჭი მთვარეს უყურებს უბრალოდ, გოგონას კი ხელს არ უშვებს, ის ტირის. და მას ეძახის, თუმცა რეაქცია არ აქვს, თავს მკერდზე ადებს და მის მკერდზე ტირის.
-არ მიმატოვო, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ_მის მკერდზე ქვითინებს, ბიჭი კი მას ხელებს ხვევს და ეუბნება სიტყვებს, რომლებსაც გოგონა ცამდე ბედნიერებაში აყავს:
-ვერც მე_გოგონა ტირის და მას ეხვევა. ბიჭი ნამტირალევ თვალებს უკოცნის.
-არასოდეს მიგატოვებ_მასაც ცრემლები სცვივა.
-მიყვარხარ უზომოდ, მთვარემდე.
-მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ_ისევ ტირის გოგო და ეხუტება.
-ღმერთო ვერ ვიჯერებ_ბუტბუტებს და მას ეხუტება...

თუ კარგი დასასრულები მხოლოდ ოცნებებშია დაე იყოს ეს მოთხრობა მაგალითი იმისა, რომ მე შემიძლია შენი გაბედნიერება.

სიყვარულით მთვარის მოყვარული გოგო...

_____
Vote & Comment.

imagine Where stories live. Discover now