თავი პირველი

838 27 1
                                    

  ვაგვიანებ! ჯანდაბა, რატომ დღეს?! მაინაცადამაინც დღეს ჩამეძინა. ცოტაც და უკვე შენობა გამოჩნდება, ავტობუსში საშინლად ცხელა, ოფლი მასხავს, მწყურია, წყალი კი სისწრაფისგან დამრჩა. ავტობუსი ჩერდება, მეც მთელი სისწრაფით ჩავდივარ, წარმოვიდგენ რომ ნაზი მსუბუქი ფოთოლი ვარ, რომელსაც ქარი მიაქროლებს სადღაც შორს. შენობაში სწრაფად შევდივარ, დაბრკოლებებს, კიბეს, ხალხს და სხვა მრავალს ოსტატურად ვივლი და ესეც ასე, მერვე ტური დასრულებულია. ქორეოგრაფი ჩემს ჯგუფელს რაღაცას უხსნის, ჩემგან ზურგით დგას. მეც გასახდელში ჩუმად შეპარვას ვცდილობ, ჯგუფელები ჩემს დანახვაზე ფხუკუნებენ და ყველა მე მიყურებს.

-ისევ დააგვიანე ანასტასია_გაისმა სოფოს, ქორეოგრაფის ხმა და დრამატულად შემოტრიალდა.

-მეტი მართლა აღარ განმეორდება_დავიწყე ჩემებურად.

-ასე იმეორებ ბოლო ერთი კვირაა, გამოიცვალე მალე_გასახდელში შევვარდი, სასწრაფოდ გამოსაცვლელები ამოვყარე, მაისური გადავიძრე, ბოდე გადავიცვი, შავი ფართხუნა შარვალი და ცეკვის ჩუსტები ჩავიცვი, ჩემი ტანსაცმელი, "ნაზად" ჩავტენე ჩანთაში, სიმაღლის მიხედვით იდგნენ ჯგუფელები და მეც შუაში ჩავეტენე, ჩემი მეგობრის სალომეს გვერდით დავდექი.

-სალამი_მითხრა ჩუმად.

-სალამი, რა ხდება?_ დაინტერესებულმა ვკითხე და ბიჭებს გავხედე, ისინიც სიმაღლის მიხედვით იდგნენ.

-ახალი ცეკვა უნდა დავდგათ, 'ქართული' და წყვილს ეძებს ვინც სოლოს შეასრულებს_მითხრა ჩურჩულით.

-მიყვარს ეგ ცეკვა, სულ ვსწავლობდი, მაგის სოლო მიყვარს ყველაზე მეტად_გადავუჩურჩულე.

-ხო მეც ძაან მიყვარს, შენ მოუხდები ამ სოლოს, ის კაბა დაგაკვდება.

-კაი ნუ გამაწითლე_გავიცინე. ამ დროს ქორეოგრაფმა ტაში შემოკრა.

-კარგი, მოკლედ საცდელ წყვილს შევარჩევ დღეს, როდესაც გაკვეთილს მოვრჩებით, ვინც კარგად იცეკვებს რა თქმა უნდა, მათ ავარჩევ. ორ წყვილს შევარჩევ, თუ ძალიან კარგები იქნებით სამსაც, საბოლოოდ აქედან კი ერთ წყვილს ავარჩევ ვინც სოლოს იცეკვებს. უნდა გესმოდეთ რომ ვისაც სოლოს ცეკვა უნდა, ის უნდა იყოს მონდომებული, სიყვარულით ცეკვავდეს, იღიმოდეს და მუდამ თავი მაღლა ჰქონდეს აწეული_დაასრულა ქორეოგრაფმა ლაპარაკი. გაკვეთილის დასრულების შემდეგ დაისვენეთო, ჩვენც დაქანცულები და ემოციებისგან დაცლილები დავეშვით იატაკზე.

მოცეკვავეWhere stories live. Discover now