თავი მეთორმეტე

379 25 3
                                    

    ისევ მარშუტკაში ვზივართ, სასტუმროში როგორც ქორეოგრაფი ამბობს მალე მივალთ. დილას მამაჩემს ველაპარაკე, მოვიკითხეთ ერთმანეთი, თურმე იმაზე მალე ჩამოვა ვიდრე დაგეგმილი იყო და რომ ჩამოვალ დაგხვდებიო, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ისე მომენატრა.
  ყველა ძალიან დაღლილები ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დავიძინებთ, ზოგი მოუთმენელია და ამას აქვე ახერხებს. მე თბილ საწოლში ძილი მირჩევნია, სალომეს რესტორნის საჭმელებზე ჩემს აზრს ვუზიარებ, უკვე ხინკალს მივადექი, იგი არც მეთანხმება და არაფერს არ აკეთებს იგივე პოზაში უდევს თავი, კარგად ვაკვირდები და ვხვდები რომ სძინავს, ყურსასმენებს ვაძრობ და თავის მოსაცმელს ვაფარებ. ანდრია იმ ფაქტის მერე აღარ მეკარება, ახლაც სადღაც წინ ზის, თვალს ვერ მისწორებს, რამდენჯერმე სხადა დალაპარაკება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მიდიოდა.

-არ მოიწყინო, ჩემს მეგობარსაც ჩაეძინა_მესმის ნაცნობი ხმა, სანის ვუყურებ, მერე მის გვერდით მეგობარს, ის ისევ ჩემ წინ ზის, თითქოს ეს ადგილი ეყიდოს.

-ყველას სძინავს მგონი_გავიცინე და აქაურობას თვალი მოვავლე, ხუთ ბავშვს ეღვიძა და ისინიც სულ მალე მიწვებოდნენ.

-კიდევ კაი მძღოლს არა_გამეცინა.

-იმდენი დალიეს, აბა რა ეგონათ.

-ცოტა მეც დავლიე, ზომა ვიცი.

-ადვილად თვრები?_ვკითხე და ჩემი მოსაცმელი მოვიხურე.

-საიდან მოიტანე?_კითხვაზე, კითხვით მიპასუხა.

-რავი ერთი ჭიქის მეტი არ დაგილევია_ჩაეცინა.

-ესეიგი ჩუმად მითვალთვალებ?_რა ცუდად გამომივიდა, გავიცინე და სავარაუდოდ ჭარხალივით გავწითლდი.

-არა უბრალოდ დავინახე...

-მე კიდევ გეხუმრე_თვალები ავატრიალე, საუბარი დავასრულეთ, მე კი ყურსასმენები მოვირგე. ის წინ არ მიბრუნებულა, თავი სკამის საზურგეს ჩამოადო და ჩემი ყურება გააგრძელა, ისეთი საყვარელი იყო, ტუჩები გამოებუშტა, მომინდა მთელი სახე დამეკოცნა, მაგრამ გავიაზრე რაზეც ვფიქრობდი და ჩემს თავს ერთი მაგრად შემოვცხე, ფიქრებში. სკამის საზურგეს მივეყრდენი და კარგად მოვკალათდი, თვალს არც ის არ მაშორებდა და არც მე. სიმღერასაც კი ვეღარ ვუსმენდი ისე ვიყავი მისი შესწავლით დაკავებული. ნეტავ ის რაზე ფიქრობდა? მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვერ გავბედე.

მოცეკვავეOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz