თავი მეცამეტე

378 26 9
                                    

   ქორეოგრაფმა ბათუმიდან ისე როგორ წავიდეთ სიყვარულის ქანდაკება რომ არ ვნახოთ-ო, ანუ ალი და ნინოს მოძრავი ქანდაკება. ბავშვებსაც მოგვეწონა ეს აზრი და აი ჩვენც ისევ მარშუტკაში ვჯაყჯაყებთ, ნუ კაი გზა არის, მაგრამ ამდენი მგზავრობით დავიღალე. სალომეს მას შემდეგ რაც გუშინდელ ამბავზე მოვუყევი, ჩემი და სანის კოცნაზე, სულ ჩვენს დაახლოებას ცდილობს, რადგან იცის რომ მე გავურბივარ. მართლაც ასეა, რადგან არ ვთვლი ეს კოცნა მისთვის რაიმეს მნიშვნელოვანს წარმოადგენდეს, საიდან ვიცი და ის არც კი ცდილობს დალაპარაკებას, თითქოს გუშინ არაფერი მოხმდარიყოს ისე იქცევა. ეს რუსული სიმღერები უკვე ტვინს ბურღავს, კურსელს დინამიკს ვართმევ და "მე შენ დაგელოდები"-ს ვრთავ. ქართულ სიმღერებს, ქართველები თუ არ მოვუფრთხილდის სხვებს სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ? დანიშნულების ადგილას როგორც იქნა ვაღწევთ, ბათუმის საოცრებაა მართლაც ეს ღირსშესანიშნაობა.

-ანასტასია, მოდი_მეძახის სალომე როდესაც ყველანი ჩამოვდივართ მარშუტკიდან, მისკენ მივდივარ.

-დიახ_ხელში ფოტოაპარატი უჭირავს, მის წინ სანი დგას, აუჰ.

-დადექი სურათი გადაგიღოთ_თავი ექსკურსიაზე მგონია, სალომე დედაჩემია, მე სადღაც მეექვსე კლასელი, უფრო პატარაც. ახლა სურათის გადაღების ხასიათზე ნამდვილად არ ვარ.

-კარგი რა სალომე.

-მოდი, რამით ხო უნდა დაგამახსოვრდეს ეს დღე_ახლა სანი მეუბნება.

-ისედაც მემახსოვრება_ვბუტბუტებ და გვერდით ვუდგები, ის ხელს მხვევს და მეც მის მკერდზე ვიჭყლიტები, ვბუზღუნებ, ფოტოაპარატის ჩხაკუნი ისმის.

-რა საყვარლები ხართ_ხო ძალიან, სალომეს კომენტარზე ნერვები მეშლება, როგორც იქნა წესიერ სურათს გვიღებს სალომე. შემდეგ სურათს გვანახებს, სანის ჩემს წელზე ხელი აქვს შემოხვეული, მე როგორც შემიძლია ვიღიმი, უკანა ფონზე კი ალი და ნინოს კოცნის მომენტი გვამშვენებს. სანის მზერას ვგრძნობ, გუშინდელი საღამო მახსენდება, სალომე ფოტოაპარატს სანის აჩეჩებს და გვთხოვს გადაგვიღოს, საბოლოოდ ესეც საკმაოდ კარგი გამოვიდა. სალომეს ფოტოგრაფია უყვარს, ამიტომ ის თითქმის ყველას უღებს სურათს. ამის შემდეგ დელფირანიუმში მივდივართ, იქაც საკმაოდ კარგ დროს ვატარებთ შოუ დაახლოებით 35 წუთი გაგრძელდა. ამის შემდეგ დენდროლოგიურ პარკშიც წავედით, უამრავი ცხოველი, ვნახეთ, ბევრი მათგანი წითელ წიგნშიც კი არის შესული, უამრავი მცენარე, ხეები, სხვადასხვა დგილიდან ჩამოტანილი, იქაურობა ნამდვილი საგანძურია.
  სალომეს ფოტოაპარატი მეჭირა და ფლამინგოებს სურათებს ვუღებდი, ორნი იყვნენ და გული გაეკეთებინათ, ამ მომენტს როგორ გამოვტოვებდი.

მოცეკვავეDonde viven las historias. Descúbrelo ahora