თავი მეათე

342 23 4
                                    

ბათუმში წასვლის დღეები ძალიან იწელება, მაგრამ საბედნიეროდ ხვალ უკვე მივდივართ. ეს დღეები საინტერესო არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მამაჩემი დააწინაურეს და რამდენიმე დღით წასვლა უწევს მასაც, იმ განსხვავებით რომ ის დღეს საღამოს მიდის სიღნაღში. ადრე ჩემს ცეკვებს ყოველთვის ესწრებოდა, თუმცა ახლა სხვა დროა, ეს დაწინაურება ცუდად დაემთხვა. ცეკვაზე ყველაფერი კარგად არის, მე და სანი ერთმანეთს უკეთ შევეწყეთ, შესაბამისად ცეკვაც კარგი გამოდის, ქორეოგრაფი გვაქებს და დიდი ხანია შენიშვნა არ მოუცია, იმედია პირველ ადგილზე თუ არა, მეორე/მესამეზე მაინც გავალთ. მე საშინლად ვნერვიულობ, ბევრჯერ გვიცეკვია სცენაზე, მაგრამ მაინც ვნერვიულობ, იქ რომ რამე შემეშალოს, ამის წარმოდგენაზეც კი მაჟრუალებს. ახლა სალომესთან ერთად ვარ წამოსული შოპინგზე, სკამზე ვგდივარ, ნავაჭრები ზედ მაყრია და სალომეს ვეძებ თვალებით, თავიდან ძალიან შემართებით ვიყავი, მაგრამ
ოთხ საათიანი შეუჩერებელი სიარულისგან ყველაფერი მტკივა. აი ისიც, მოდის, ლაღად, პარკებით ხელში, მოდის კი არა მოფარფატებს.

-მორჩი?_გთხოვ, არ გამწირო სალ.

-მოვრჩი!_ღმერთო მადლობა, პარკები მოვკრიფე და ხელში დავიჭირე, მოლიდან ძლივს გავათრიე, კიდევ რაღაც იყიდა, არ მესმის ამდენი რამე როგორ უნდა ჩაიცვას სამ დღეში. საბოლოოდ იქიდან გამოვაღწიეთ. სალომეს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა, ერთი ჩანთა, ეს ყველაფერი კიდე მეორე ჩანთა რომელიც უკვე ჩემთან დგას ცარიელი. სასუსნავებიც გვაქვს შესაბამისად დღეს სალო ჩემთან რჩება, ღამეს არ გავათევთ, ხვალ ისედაც დამღლელი დღე გველის, მაგრამ მაინც გავერთობით ცოტას, სტრესს მოვიხსნით. ტაქსი გავაჩერეთ და სახლამდე მალევე მივედით, ტაქსის მძღოლს შევეცოდეთ, რამდენიმე პარკი სახლამდე მიგვატანინა კიდეც, მადლობა გადავუხადეთ და შიგნით შევედით. მამაჩემი გავაცილეთ და ქეიფი დავიწყეთ, ლუდი ჩიფსები და სხვა სასუსნავები ამოვალაგე.

მოცეკვავეWhere stories live. Discover now