სიჩუმე ისაკუთრებს..
მე ტირილს ვწყვეტ..
ვდგები..
ჩემი ანგელოზი ყურთ მჩურჩულებს რომ ადგილზე დავრჩე,ხოლო ჩემი ეშმაკი კი კარების გაღებას მიბიძგებს...მეშინია ამას ვერ დაგიმალავთ...
მაგრამ უნდა დავძლიო...კარებს მძიმე ტვირთს ვაშორებ.. და კარიც ჩემი ზედმეტი შეხების გარეშე თავისით იღება..
გავიხედე,ყველაფერი სიბნელეს ჰქონდა დასაკუთრებული გარდა ერთი ადგილისა სადაც ის თეთრი არსება იდგა და ანათებდა...
მან ხელი დამიქნია..
გამიკვირდა რომ არ მოდის ჩემკენ
ის მიხვდა როგორც ჩანს და დამცინავად შემომხედა...
ვუყვირე რა გინდა ჩემგან თქო..
მას წარბიც არ გაუტოკებია ისე ამოთქვა სიტყვები მისი უფერული გამხმარი ბაგეებიდან...__შენთან თამაში მინდა..სხვა რა უნდა მინდოდეს კესამ?
დამაჟრიალა..
__თამაში?
გაქვავდა...
ჩემზედ მოშტერება დაიწყო...
__მითხარი რა გქვია თეთრო არსებავ?ტუჩის კუთხე ჩატეხა...
__ჯონგუკი მე ჯონგუკი მქვია ...
__აქ რატომ ხარ? რატომ ბუდობ ჩემს სარკეში?გავბედე და კარების ზღურბლს გადავაბიჯე...
მისი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დავიწყე,მივდიოდი მივდიოდი,ის კი გაღიმებული მელოდა...
1 მეტრიღა იყო მასთან დარჩენილი,როდესაც შევწყვიტე სიარული,ვუყურებდი მიყურებდა,მეშინოდა..მისგან ბნელი აურა მოდიოდა...
__კესამ როგორც ჩანს გაბედული ყოფილხარ...
უცებ ჩემი სხეული მაღლა ჰაერში იწევა და კედელს მტკივნეულად ეხეთქება,თვალთ მიბნელდება,მაგრამ მაინც ვხედავ ბუნდოვნად მას...
__რა კარგი სათამაშო ხარ...
რა კარგი სათამაშო ვარ? მე ადამიანი ვარ...მე ცოცხალი ხორციელი არსება ვარ...რატომ სათამაშო?
პირში ენას ვერ ვიდგავდი რომ რაიმე მეთქვა,სუნთქვა მიჭირდა,თვალებში ვერ ვიხედებოდი...კედელზე არაამქვეყნიური ძალით ვიყავი მიბჯენილი,ალბათ ჩამტვრეულიც კია..არვიცი..
უცებ მესმის,ბოხი ხმა,ეს რაღაც უცხო იყო,ჯონგუკის ხმას არ ჰგავდა...ვიღაც სხვა იყო...
ის ვგონებ ჯონგუკს ელაპარაკებოდა,რომ ზედმეტებში გადაუვიდა,ამიტომ უნდა გავეშვი...
ისიც მიშვებს და იატაკზე ნელა ვეშვები..
ცხვირიდან სისხლიც მომდის,მაგრამ იმის ძალაც არ შემწევს რომ მოვიწმინდო ან ავდგე...
მესმის ნაბიჯები რომლებიც ჩემკენ მოდის,ვრგძნობ როგორ ჯდება რაღაც ვიღაცის სხეული ჩემ გვერდ..რომელიც თავს ზემოთ მაწევინებს და ცხვირსახოცით ცხვირს მიწმინდავს...
ხმას არ იღებს,მისი თბილი სუნთქვა სახეზე მეცემა..ვერ ვხედავ ეს სამწუხაროა..ჩემი სხეული დადუმებულია ესეც სამწუხაროა..
__მშვიდად თოჯინავ მშვიდად ხვალ კარგად იქნები,ნუ ღელავ ჩემი მეგობრები შენ აღარ შეგაწუხებენ..
ჩემ ყურთ მესმის ჩურჩული...
__მიყვარხარ...
მე ვვოცდები,ვინ არის ის..
__ვინ ხარ?
კანკალით დავუსვი შეკითხვა..
მაგრამ პასუხი ვერ მივიღე...
ხელში მიყვანს ის...
და ვფიქრობ ჩემ ოთახში მივყავარ...
ეს ნაბიჯები რომლებსაც ის დგავდა ძალიან მძიმე იყო...
კარები იღება,შიგნით შევყავარ,ყველაფერი მესმის მაგრამ ვერ ვხედავ..
ლოგინზე მაწვენს,საბანს მაფარებს,შუბლიდან თმებს მიყრის და მჩურჩულებს...
__ძილინებისა თოჯინავ...
გაგრძელება იქნება💙🤩🥰
YOU ARE READING
იყავი ჩემი თოჯინა ✔
Fanfiction__ჩემგან თავს ვერასდროს დააღწევ რადგან შენ ამ დედამიწაზე მოვლენის დღიდან მე მეკუთვნი By UNKNOWN PERSON