შუადღისკენ ისეთი სიცხე იყო რომ ვერც შიგნით და ვერც გარეთ ფეხი არ დაიდგმევოდა, ბეტონი ისეთი გაცხელებული იყო გეგონებოდა ტაფაა და ზედ შენ იწვები.
ბებიამ ცალკე დამღალა, გინდათუარა მარაო დამინიავე აღარ შემიძლიაო თითქოს მე შემეძლოს, ისედაც აღშფოთებული ვარ კიმ თეჰიონის ნახვით.
ალბათ გაინტერესებთ
ხოდა მოგიყვებით.პატარაობაში მეზობლად ერთი სულის წამღები, საშინლად მოუსვენარი და ჩემზე მოძალადე ომეგა დადიოდა ოჯახთან ერთად. გაგვაცნეს ერთმანეთი თუ არა მაშინვე ატლიკინდა "ეს ალფა არ მომწონს, რატომ მომიყვანეთო" და საშიში თვალებით შემომხედავდა ხოლმე.
ბავშვები სათამაშოდ ერთ სახლს ავარჩევდით და შუადღის შემდეგ ვითამაშებდით ხოლმე, რათქმაუნდა ეს ომეგაც იქ იყო და ყოველ დღე უმიზეზოდ თმებს მწიწკნიდა ხოლმე.
პატარაობისას ძალიან გულუბრყვილო ვიყავი ხოლმე და ერთხელ ამატირა, ახლა რომ მკითხოთ ძალიან მრცხვენია ამის მაგრამ მე მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი.
ასე გრძელდებოდა ყოველთვის მაგრამ 8წლის რომ გავხდი იმის შემდეგ ეს ომეგა არასოდეს არ მინახავს სოფელში, არ დამავიწყდეს, ბებოს უნდა ვკითხო ყველაფერი.____________
ბებოს დავხედე, ჩასძინებია. ფრთხილად ავიწიე არ გაეღვიძოსთქო და ვერანდას ჩამოვეყრდენი, ცუგა მისი სათამაშოთი ერთობოდა, უფროსწორედ ცდილობდა დაეგლიჯა მაგრამ სქელი რეზინისა იყო, მეკი მის მცდელობებზე მეცინებოდა, მეზობელი სახლისკენ როცა გადავიტანე მზერა საზიზღარი ომეგა შემრჩა ხელში, ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა როცა დამინახა და მეც სწრაფად შევტრიალდი ზურგით და სახლში შევედი, მაცივრიდან დაშაქრული მარწყვი ამოვიღე, ტელევიზორში ფილმი ჩავრთე და მდივანზე წამოვწექი.
___________
-მამიკო, მეზობლის სახლიდან ის ალფა ჯონგუკია?- აწკლაპუნდა მოუსვენარი ომეგა და ინტერესით უყურებდა მის მამიკოს.
- ჰო ეგ არის, მიესალმე?
-არა, არ ვიცოდი ვინ იყო ახლა გამახსენდა პატარაობისას ჯონგუკს თმებს ვწიწკნიდი და შემდეგ მივხვდი. - მდივანზე წამოგორდა და დაშაქრულ მარწყვს გემრიელად მიირთმევს.
-როცა ნახავ აუცილებლად მიესალმე თეჰიონ, ცუდად არ მოიქცე. - მამამის ყურიც არ დაუგდო ისე გავიდა ოთახიდან.
YOU ARE READING
ტკბილი მარწყვი
Fanfiction-ვინ არის ეს ომეგა? - მაშინვე ვსვამ კითხვას და პასუხს ველოდები. -ეს?- მეკითხება ბებო, სკამზე ჯდება და კექსს იქვე დებს - ეს კიმ თეჰიონია, არ გახსოვს? პატარაობაში თმებს გწიწკნიდა. -რა?! კიმ თეჰიონი?!!