3

101 10 4
                                    

რადგან ზაფხულია და ცხელა ჯონგუკმა გადაწყვიტა, რომ ახლომდებარე მდინარეზე წავიდოდა სადაც ახალგაზრდობა თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა, ბევრი არაფერი დასჭირებია, გამოსაცვლელად შორტები და დიდი გასამშრალებელი მოამზადა, ფეხზე ამოიცვა და გარეთ გამოვიდა, ესმოდა კიმების სახლიდან ღრიალი,ვიღაც დახმარებას ითხოვდა.

კიმების უფროსი ვაჟი გუშინ საღამოს ჩამოვიდა სოფლად, რადგან იქამდე მეგობრებთან ერთად ერთობოდა ჯეჯუზე.

ჰოსოკი მშვენიერი ყმაწვილი იყო, არც სილამაზეს უჩიოდა და არც მის სხეულს, ასერომ ვთქვათ კომპლექსები არ ჰქონდა, თეჰიონი კი ძმისგან განსხვავებით ყოველთვის წუწუნებდა მის პაწუა ღიპზე,
რის გამოც ალფა ხშირად ეძახდა ძმას ღოჭს და ხმამაღლა გადაიხარხარებდა.

ახლა კი ომეგა მის ძმას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დასდევს ცოცხის ტარით, რომ ღოჭის მაგივრად გასიებული ღორი დაუძახახა.
შემდეგ იყო პატიება, თხოვნა და ა.შ.

გაბუტული თეჰიონის შემორიგებისას ჰოსოკი მასთან ერთად წავიდა მდინარეზე გასაგრილებლად და სტუმრად ჩამოსული ომეგების დასათვალიერებლად..
-თე, ეს ჯონგუკი არ არის? - ჩუმად გადაუჩურჩულა ძმას რათა ახლოს მდგარ ალფას არ გაეგო. -ხო ეგ გასიებულია.
ჩაიდუდუნა ომეგამ და გაცურა.

ჯონგუკმა შეამჩნია ნაცნობი სილუეტი და თვალი ვერ მოწყვიტა, ბინძური იდეა გაუჩნდა თავში შურის საძიებლად და მისკენ წავიდა.
დაბნეული თეჰიონი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მხოლოდ მაშინ შეჰკივლა როცა აყვინთავეს.
პირველი რაც ომეგამ წყლიდან თავის ამოყოფის შემდეგ გააკეთა, ჩქარი სუნთქვა იყო და შემდეგ ნაპირისკენ გაცურა.

ჯონგუკი ხმამაღლა ხარხარებდა სანამ არ შემოატრიალეს და სახეში მუშტი არ იგემა, ომეგები აკივლდნენ, ხოლო რამოდენიმე ალფა გასაშველებლად წავიდა.

ასე უგემოვნოდ ჩაიარა ამ დღემაც.


-

ჯონგუკი საწოლში იწვა და ზმუოდა, გუშინ ჰოსოკთან კონფლიქტის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო.
-ბაჭია, საყიდლებზე წამოხვალ?
უღიმღამოდ ადგა და ბებიას თხოვნა შეასრულა, თხელი შორტი და მაისური ჩაიცვა და გარეთ გააბოტა, ეზარებოდა ჭორიკანა ომეგების მოსმენა ავტობუსში, მაგრამ რა ექნა? ბებიას ვერ მისცემდა საშვალებას მძიმე პარკები ეთრია.

....
-მისმინე ომეგავ? ის კურდღლის სახიანი კიდევ თუ მოგეკარება იცოდე ვიჩხუბებ.
აფრთხილებდა ჰოსოკი ძმას, რომელიც ყურს საერთოდ არ უგდებდა და ფრჩხილების მოწესრიგებას აგრძელებდა.
მასაც არ მოეწონდა გუშინდელი დღე, ჰოსოკმა დარტყმის შემდეგაც გაუგრძელა ჯონგუკს ჩხუბი.
"ღირსი იყო" მთელი ღამე ამას ბურტყუნებდა, თუმცა არ შეეძლო ჯონგუკის წვალება არ გაეგრძელებინა.
ჰოსოკმა ომეგას ჯონგუკის ნახვა აუკრძალა, თეჰიონი ძალიან მოწყენილი იყო რადგან ჰოსოკი ყველგან ძაღლივით დაყვებოდა და არ აძლევდა საშვალებას ვინმე ალფას მიახლოვებოდა
ეს იყო ჰოსოკის ცუდი მხარე, საკმაოდ ეჭვიანი ძმაა და როცა ბრაზობს უხეშია, თეჰიონს ახსოვდა მათი ბოლო ჩხუბი, რომელსაც შემდგომ ორ თვიანი გაბუტვები მოყვა, ალფა მის უმცროს ძმას ეროჟებოდა, თუმცა არც ომეგა ჩამორჩებოდა.
მაგრამ რა ექნა? ძმის გარეშე არ შეეძლო, ამიტომ კატასავით მიეფერა და მის ტანზე დაიძინა იმისდამიუხედავად რომ ჰოსოკი იჭყლინტებოდა.

ასე მიილია თვენახევარი, ჯონგუკი აბაზარა ომეგას ვეღარ ელაპარაკებოდა, თუმცა ხშირად ნახულობდა, ჰოსოკი კი ყოველთვის უღრენდა შორიდან, ბოდიში კი მოუხადა მაგრამ ალფას ეგ არაკმაყოფილებდა.
ერთ დღესაც საშინელი ქარი ამოვარად და ჯონებსა და კიმებს შორის მდგარი ხე წააქცია, ხემ კიმების სახურავი დააზიანა ამიტომ ალფები მთელი დღე გარეთ არიან, დახმარების ხელი ბაბუა ნამჯუნმა გამოუწოდა და ზმუილა შვილიშვილიც გამოათრია სამუშაოთ.
ალფა იყინებოდა და ხელებს სულს უბერავდა, ჰოსოკი კი დამცინავათ უყურებდა.
თეჰიონი ფანჯრიდან იყურებოდა და მაშინვე გავარდა გარეთ როგორც კი მშობლისგან გაიგონა რომ ვინმემ ალფებს წყალი უნდა ჩაუტანოს.
-გამომართვი
ომეგამ ბოლო ჭიქა ჯონგუკს გაუწოდა და მოთმენით ელოდებოდა როდის მორჩებოდა
-გმადლობ.
ამოიბუტბუტა ჯონმა და ბაბუისკენ წავიდა.
ომეგამ თვალები გადაატრიალა, უკნიდან მიეპარა, ჩიბეში ფურცელი ჩაუკუჭა და სახლისკენ გააბოტა.

ბოლოს როგორც კი სამუშაო მორჩა, ალფა ეგრევე მიეფარა თვალდახედვის არეს და ომეგის ჩაკუჭულ ფურცელში ნაწერი წაიკითხა
"ასეთი იდიოტი როგორ ხარ? იმასაც კი ვერ ხვდები რომ ჩვენ ჭეშმარიტები ვართ!"
ჯონგუკმა თვალები დაახამხამა, ეგონა შუა ძილში იყო.
სამწუხაროდ მან არ იცოდა თეჰიონის მზაკვრული გეგმა.

——————
მოკლედ პატარაა და უაზრო, აბიტურიენტობა დასრულდა🙏

ტკბილი მარწყვიWhere stories live. Discover now