4

60 8 0
                                    

იმ საღამოს ერთი ამბავი აიწია, შემთხვევით რომ მოჰკრა ჰოსოკმა ჯონგუკის გაქვავებულ სახეს თვალი, ფურცელი რომ გამოართვა და თეჰიონის წერილი გადაიკითხა.
ჰოსოკი თითქმის გიჟს ჰგავდა, საღამოს შეიკრიბნენ კიმების სახლში პასუხს თხოვდნენ ომეგას და ალფას, თეჰიონმა ტირილი დაიწყო და სლუკუნით ამბობდა უბრალოდ ვიხუმრეო, ჯონგუკი კი თავჩახრილი ბავშვივით იჯდა, თითქოსდა მისი ბრალი ყოფილიყო ყველაფერი.

ჰოსოკი ძმაზე გაცეცხლებული იყო, საბოლოოდ კიმებმა თეჰიონის ტუტუცური საქციელისთვის ბოდიში მოიხადეს და ჯონებიც დაბრუნდნენ სახლში ომეგას სლუკუნის თანხლებით.

ალფას ძილი არ ეკარებოდა, შიგდაშიგ ესმოდა თეჰიონის ტირილი, და მშობლების თხოვნა რომ შეეწყვიტა ამაო იყო, ძმის ყვირილი არ ამოსდიოდა თავიდან მტირალას, მეორე დღეს აივანზე ჩაძინებულ ალფას ნამჯუნი აღვიძებს და მასთან ერთად მიყავს საქმეებზე.

-გუკი, თეჰიონთან რამე გაკავშირებს ისეთი რაც არავინ ვიცით?
ბაბუის შეკითხვამ დაგრუზა და დაბნეულმა შეხედა
-არა ბაბუა, აბეზარი ომეგაა, ხო ნახე იმ დღეს წყალი რომ გადამასხა.
-ჰოო მაშინ ბევრი ვიცინე, საერთოდ თეჰიონს რბილად ექცევიან რომ ცუდად არ გახდეს, წლების წინ თეჰიონი ავად გახდა, მისი გული კარგად არ მუშაობდა ამიტომ ინდოეთში წაიყვანეს და გადასანერგი გულიც ძლივს იპოვეს, ახლა უკეთაა თუმცა მისთვის ბევრი ნერვიულობა მაინც არ შეიძლება ექიმის თქმით.

ეს ჯონგუკს ნამდვილად არ სცოდნია, არადა სულ აინტერესებდა რატომ გაქრა ეს ომეგა წლების განმავლობაში, აი რატომ ცდილობდნენ გუშინ მის ასე დაწყნარებას ტირილისას.
ალფებმა ლაპარაკში გაიარეს გზა.

——

jk pov:

იმ ამბავის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, მშობლები ჩამოვიდნენ გუშინ ღამე, დღეს კი ვწევარ კონდიციონერის ქვეშ განაბული და გარეთ სულ არ ვიყურები, ჩემი აბეზარა იუნგიც გამყოლია, მამიკოს მეგობრის შვილია, მიმზიდველი ომეგაა, თუმცა მისი აზრით ალფებთან ერთად პაემნებზე სიარული მომაბეზრებელია "ბოლოს ყველა ერთნაირი ჩლუნგი გამოდგება, დრო რატომ უნდა დავკარგო?" იტყოდა ხოლმე და მისი ფისოებიანი ჩუსტებით გაფლუტუნდებოდა ოთახში.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 26, 2024 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ტკბილი მარწყვიWhere stories live. Discover now